თავში

რუსთავში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნილია

რუსთავში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნილია
რუსთავში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნილია

პოლიციამ რუსთავში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა. დაკავებულია 1 პირი. მას ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ედება.

"გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა ქალაქ რუსთავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1990 წელს დაბადებულ ო.ი.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე, მარტვილის მუნიციპალიტეტში დააკავა,"-ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system