თავში

სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტი გამოვლინდა

ს​ახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტი გამოვლინდა
სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტი გამოვლინდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადება - გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, სამი პირი ამხილეს.

როგორც ფინანსური პოლიციიდან report.ge-ს აცნობეს,  გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, შექმნეს ყალბი დოკუმენტები, თითქოსდა სარგებლობაში ჰქონდათ მცხეთის რაიონში მდებარე 600 მ2 მიწის ნაკვეთი.

"ცრუ მოწმეების მონაწილეობით შედგენილ იქნა აღნიშნული მიწის ნაკვეთის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი ყალბი ოქმი, რომლის გამოყენებითაც შემდგომში მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულ იქნა ერთ - ერთი ფიზიკური პირის სახელზე. ჩატარებული ექსპერტიზით დადგენილია, რომ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთის ღირებულება შეადგენს 36 000 ლარს. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების მიზნით," - აცხადებენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სს კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system