თავში

საქართველოს ბანკი ისევ დააყაჩაღეს

საქართველოს ბანკი ისევ დააყაჩაღეს
საქართველოს ბანკი ისევ დააყაჩაღეს

თბილისში, დიღმის მასივში მდებარე ,,საქართველოს ბანკის" ექსპრესფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა და თანხა გაიტაცა. 

თვითმხილველის თქმით, თავდამსხმელს ნიღაბი ეკეთა. ამ დროისთვის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ყაჩაღობას ჩადენილი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ნიშნავს.

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს, "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შევიდა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system