თავში

საქართველო ლავასოღლის თუ არ მიიღებს, თურქეთი მას გაათავისუფლებს

საქართველო ლავასოღლის თუ არ მიიღებს, თურქეთი მას გაათავისუფლებს
საქართველო ლავასოღლის თუ არ მიიღებს, თურქეთი მას გაათავისუფლებს

თურქული მედიის ინფორმაციით თუ საქართველო ლავასოღლის (მინდია გორაძე) მიღებას კვლავ არ დათანხმდება, თურქეთი იძულებული იქნება, 2020 წლის თებერვალში ის გაათავისუფლოს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის დაკავების შემდეგ ოფიციალური ანკარა დიპლომატიური კავშირების საშუალებით მის ექსტრადირებას ცდილობს, თუმცა ქართული მხარე მის მიღებაზე უარს აცხადებს.

თურქულ მედიაში იუწყებიან, რომ მინდია გორაძის საქართველოში ექსტრადირების ვადა 2020 წლის თებერვალში იწურება. თუ ამ ხნის განმავლობაში საქართველო მის მიღებაზე უარს იტყვის, თურქეთის იძულებული იქნება, ის გაათავისუფლოს.

39 წლის მინდია გორაძის, იგივე ლავასოღლის წინააღმდეგ ოპერაცია 2018 წლის 25 ოქტომბერს, ტრაპზონის პროვინციაში ჩატარდა. მასში მონაწილეობა თურქეთის დაზვერვამ და პროვინციის ორგანიზებული კონტრაბანდის ბრძოლის განყოფილების წარმომადგენლებმა მიიღეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system