თავში

საქართველოში ხორცის ნახევარფაბრიკატების ფალსიფიცირების ფაქტები გამოვლინდა

საქართველოში ხორცის ნახევარფაბრიკატების ფალსიფიცირების ფაქტები გამოვლინდა
საქართველოში ხორცის ნახევარფაბრიკატების ფალსიფიცირების ფაქტები გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს თანამშრომლებმა ხორცის ნახევარფაბრიკატების ფალსიფიკაციის ორი ფაქტი გამოავლინეს და ორი კომპანიის დირექტორი რ.თ. და კ.კ. პასუხისგებაში მისცეს. ამის შესახებ report.ge-ს უწყების პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, საწარმოს მიერ ნახევარფაბრიკატების წარმოებისას განიზრახეს, დამზადებული პროდუქციის რაოდენობის ზრდისა და შესაბამისი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შეემცირებინათ პროდუქციის წარმოების ხარჯი და ახდენდნენ წარმოებისათვის აუცილებელი ინგრედიენტების ჩანაცვლებას სხვა იაფფასიანი პროდუქტით.

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ფალსიფიცირებულ-თვისობრიობა შეცვლილ საკვებ პროდუქტში ტენის, ცილის, ცხიმის, ნახშირწყლების მასიური წილი და ენერგეტიკული ღირებულება არ შეესაბამებოდა ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს.

აღნიშნული კატეგორიის დანაშაულისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system