თავში

სამალავში დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი აღმოაჩინეს

სამალავში დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი აღმოაჩინეს
სამალავში დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი აღმოაჩინეს

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, თბილისში მდებარე ერთ-ერთი აფთიაქის ინსპექტირებისას, სპეციალურად მოწყობილ სამალავში, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი აღმოაჩინა.

უწყების ინფორმაციით, დადასტურდა, რომ აფთიაქი უკანონო ფსარმაცევტულ საქმიანობას ახორციელებდა და აღნიშნული ფსიქოტროპული ნივთიერებები დაწესებულებას კანონდარღვევით ჰქონდა მიღებული.

სააგენტომ პირველ ჯგუფს მიკუთვნებული 1 489 ერთეული წამალი დალუქა.

დარღვევასთან დაკავშირებით შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გადაეგზავნა სასამართლოს, შემდგომი რეაგირებისთვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system