თავში

სამი ავტომობილის ქურდობისთვის ერთი პირი დააკავეს

სამი ავტომობილის ქურდობისთვის ერთი პირი დააკავეს
სამი ავტომობილის ქურდობისთვის ერთი პირი დააკავეს

პოლიციამ რუსთავში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა. -ცხელ კვალზე, დაკავებულია 1 პირი, რომელმაც სამი ავტომობილი გაქურდა, ასევე ერთ-ერთი მოქალაქის აივნიდან ელექტროხელსაწყოები მოიპარა, ამის შესახებ report.ge-ს შსს-დან აცნობეს. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1983 წელს
დაბადებული ლ.მ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. 

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 ნოემბერს, ქალაქ რუსთავში, სხვადასხვა ქუჩაზე, მოქალაქეების კუთვნილი 3 ავტომობილი გაქურდა, საიდანაც უკანონოდ დაეუფლა 2 აკუმულატორსა და მონიტორს. იმავე დღეს, ლ.მ.-მ რუსთავში, ერთი-ერთი მოქალაქის ბინის აივნიდან ელექტროხელსაწყოები მოიპარა.

პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა. 

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დაკავებულმა მის მიერ რუსთავში მიმდინარე თვეში ჩადენილი კიდევ 3 ავტომობილის გაქურდვის ფაქტი აღიარა.

ქურდობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე
მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს"
- აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system