თავში

სამმაგი მკვლელობის ახალი დეტალები - დაჭრილია კიდევ ორი ადამიანი

სამმაგი მკვლელობის ახალი დეტალები - დაჭრილია კიდევ ორი ადამიანი
სამმაგი მკვლელობის ახალი დეტალები - დაჭრილია კიდევ ორი ადამიანი

გავრცელებული ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში, ცოტა ხნის წინ მომხდარი მკვლელობის დროს, კიდევ ორი პირი დაიჭრა. 

ორივე მათგანი თელავის კლინიკაშია გადაყვანილი და მკურნალობა უტარდებათ.

ამ ეტაპზე უცნობია რა გარემოებებში მოხდა მათი დაჭრა და როგორია ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ადგილობრივთა თქმით, სროლის ხმა რამდენიმე წუთს გრძელდებოდა, თუმცა ის დასახლებულ პუნქტში არ იყო.

ცნობისთვის, თელავის რაიონში 3 ადამიანი მანქანაში ჩაცხრილეს. სამივე მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

მოკლულთაგან ერთ-ერთი, ოლიმპიური ჩემპიონის და "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატის ზურაბ ზვიადაურის ძმაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system