ყაზბეგის გამზირზე "ავერსის" აფთიაქში ინციდენტი მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ორი პირი ფსიქოტროპული დანიშნულების მედიკამენტს ითხოვდნენ. მას შემდეგ რაც ფარმაცევტმა უარი განუცხადა, მას იარაღით დაემუქრნენ.
"სავარაუდო ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილებით დაკავებული იქნა ერთი პირი. ბრალდებულის სახით. დაინიშნება ექსპერტიზა, ჩატარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და შემდეგ მიეცემა საქმეს მსვლელობა", - განაცხადა ადგილზე ადგილზე გამოძახებულმა პოლიციის თანამშრომლებმა.
მისივე ინფორმაციით, აფთიაქში შესული ორი პირიდან ერთი არასრულწლოვანია.
Report.ge შინაგან საქმეთა სამინისტროში დეტალების გარკვევას ცდილობს.