თავში

შვილებს აშინებდა - ვარკეთილში მიმდინარე სპეცოპერაციის ახალი დეტალები - LIVE

შვილებს აშინებდა - ვარკეთილში მიმდინარე სპეცოპერაციის ახალი დეტალები - LIVE
შვილებს აშინებდა - ვარკეთილში მიმდინარე სპეცოპერაციის ახალი დეტალები - LIVE

ამ წუთებში ვარკეთილში სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ცოტა ხნის წინ ადგილზე სროლა იყო. როგორც გაირკვა ცეცხლი ერთ-ერთ კორპუსში მცხოვრებმა მამაკაცმა გახსნა. ის ნასვამ მდგომარეობაშია და შვილების შესაშინებლად ისროლა. მეზობლების ინფორმაციით ნასვამ მდოგმარეობაში მყოფ მამაკაცს შვილებთან მოუვიდა დაპირისპირება, რომლებმაც მისი ალკოჰოლური თრობისთვის უსაყვედურეს. სროლის შემდეგ, 16 წლის ბიჭმა და 23 წლის გოგომ სახლიდან გამოსვლა მოახერხეს. მათივე ცნობით, მამაკაცი ხშირად სვამს და არაადეკვატურად იქცევა.

ამ დროისთვის მისი შვილები და მეუღლე უსაფრთხო ადგილზე იმყოფებიან. 

როგორც საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ განაცხადა, ამ წუთებში მიმდინარეობს მოლაპარაკებები აღნიშნულ პირთან.

„ამ ეტაპისთვის, როგორც მოგეხსენებათ, პიროვნება არის შეიარაღებული, სავარაუდოდ იმყოფება ნასვამ მდგომერობაში. მარტო არის ჩაკეტილი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, საიდანაც მოახდინა რამდენიმე
უმისამართო გასროლა. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები სრულად მობილიზებული არიან პერიმეტრზე. მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები ამ ადამიანთან, როგორც პირადად, ასევე, სატელეკომუნიკაციო საშუალებებით. დამატებით გაცნობებთ, რომ დაშავებული არავინაა , კონკრეტულად არავის მიმართ განუხორციელებია გასროლა. ოჯახის წევრები- შვილები, მეუღლე 
არიან უსაფრთხოდ“,- განაცხადა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system