თავში

სისხლიანი გარჩევა თელავში - ცივი იარაღით ძმები დაჭრეს

სისხლიანი გარჩევა თელავში - ცივი იარაღით ძმები დაჭრეს
სისხლიანი გარჩევა თელავში - ცივი იარაღით ძმები დაჭრეს

თელავში ახალგაზრდა კაცმა ძმები ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა პოლიციამ სავარაუდო დამნაშავე მალევე დააკავა. შემთხვევა გვიან ღამით ერთ-ერთ ქუჩაზე მოხდა. 

ადგილობრივების ინფორმაციით, ინციდენტამდე სავარაუდო დამნაშავე მეგობარ ქალს ფიზიკურად გაუსწორდა, რასაც კონფლიქტი მოჰყვა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ორივე დაჭრილს შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. 

ექიმის თქმით, ამ ეტაპზე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system