თავში

თბილისში მეუღლის ცემისთვის 35 წლის კაცი დააკავეს

თბილისში მეუღლის ცემისთვის 35 წლის კაცი დააკავეს
თბილისში მეუღლის ცემისთვის 35 წლის კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, 1985 წელს დაბადებული ა.კ., ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მამაკაცმა ცოლს - 1972 წელს დაბადებულ ნ.მ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system