თავში

სოხუმში "კანონიერი ქურდები" ბავშვის თვალწინ ჩაცხრილეს - VIDEO

სოხუმში "კანონიერი ქურდები" ბავშვის თვალწინ ჩაცხრილეს - VIDEO
სოხუმში კანონიერი ქურდები ბავშვის თვალწინ ჩაცხრილეს - VIDEO

სოხუმში, მახაჯიროვის სანაპიროზე უცნობმა პირებმა ორი ე.წ. „კანონიერი ქურდი“ ჩაცხრილეს. მკვლელობის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

სხვადასხვა მედიასაშუალების ცნობით მოკლულია 38 წლის ასტამურ შამბა და მისი თანატოლი ალხას ავიძბა. PrimeCrime.ru-ს ინფორმაციით, შამბა ადგილზევე გარდაიცვალა, ავიძბა კი მოგვიანებით, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობების შედეგად დაიღუპა. სააგენტო წერს, რომ ცეცხლსასროლი იარაღის ტყვია რესტორნის მიმტანსაც მოხვდა, რომელიც ე.წ. „კანონიერი ქურდების“ მაგიდას ემსახურებოდა.

სოციალურ ქსელ „ტელეგრამში“ გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს, რომ მკვლელობა არასრულწლოვანი გოგონას თვალწინ მოხდა. კადრებს მობილური ტელეფონით ბავშვის დედა იღებდა.

Lenta.ru-ს ცნობით, მკვლელობის ადგილიდან გამომძიებლებმა 80 ვაზნა ამოიღეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system