თავში

სპეცოპერაცია ქეთევან წამებულის გამზირზე

სპეცოპერაცია ქეთევან წამებულის გამზირზე
სპეცოპერაცია ქეთევან წამებულის გამზირზე

თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სავალუტო ჯიხურში ფულის გათეთრების საქმეზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. 

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ჯგუფები. 

გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამ სავალუტო ჯიხურში ხდებოდა ფულის გათეთრება. ტრანსნაციონალურ დანაშაულზე პარარელურად საგამოძიებო მოქმედებები თბილისის სამ ლოკაციაზე ერთდროულად მიმდინარეობს.

ცნობისთვის, დღეს პირველად ტრანსნაციონალურ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ლილოს ტერიტორიაზე დაიწყო.

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, ჯგუფურად განხორციელებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემოსავლის მიღება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. მათივე ცნობით, საქმე ეხება ტრანსნაციონალური ხასიათის, ათეულობით მილიონი სხვადასხვა ვალუტის თანხების შესაძლო გათეთრებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system