თავში

სპეცოპერაცია პანკისში - დაკავებულია მოკლული ვისურ მუთოშვილის ძმა

სპეცოპერაცია პანკისში - დაკავებულია
სპეცოპერაცია პანკისში - დაკავებულია მოკლული ვისურ მუთოშვილის ძმა

პანკისში, სოფელ ჯოყოლაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცავებმა შმაგი მუთოშვილი დააკავეს. მას ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას ედავებიან. 

შმაგი მუთოშვილი გასულ წელს დაპირისპირების დროს მოკლული ვისურ მუთოშვილის ძმაა. არსებული ინფორმაციით, მან 29 ივნისს, სოფელ დუისში მცხოვრები ქავთარაშვილების სახლის მისამართით რამდენჯერმე გაისროლა. 

ოჯახებს შორის დაპირისპირების მიზეზად 2 სავარაუდო ვერსია განიხილება. ერთ-ერთის მიხედვით, დაპირისპირება მუთოშვილების და ქავთარაშვილების წარმომადგენლებს შორის ადრე დაწყებული კონფლიქტის გაგძელელება იყო. მეორე ვერსიით კი, მომხდარი ხეობაში ჰესების აშენების საკითხის უკავშირდებოდა.

შმაგი მუთოშვილის ახლობლების განცხადებით, ის უდანაშაულოა და მისი ოჯახის მიმართ გამიზნულად ახორციელებენ ზეწოლას, რადგან ისინი ჰესების მშენებლობას ეწინააღმდეგებიან. ამასთან, მათი განცხადებით, ქავთარაშვილების ოჯახი მთავრობასთან დაახლოებული ოჯახია და გომელაურის უწყება მათ დაცვას ცდილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system