თავში

სროლა ცაგერის მუნიციპალიტეტში - პოლიციელებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს - განახლებულია

სროლა ცაგერის მუნიციპალიტეტში - პოლიციელებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს - განახლებულია
სროლა ცაგერის მუნიციპალიტეტში - პოლიციელებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს  - განახლებულია

ცოტა ხნის წინ სროლა იყო ცაგერის რაიონის სოფელ ლაჯანაში. ერთმანეთს ცეცხლი პოლიციელებმა გაუხსნეს. დაღუპულია ცაგერის პოლიციის ორი თანამშრომელი. დაჭრილია ერთი პირი, რომელიც კლინიკაშია მოთავსებული. ის პოლიციელებს აშველებდა.  თვითმხილველების თქმით სროლას წინ  შელაპარაკება უძღოდა, რომელიც სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

როგორც report.ge -ს გენერალური პროკურატურიდან აცნობეს, ფაქტზე გამოძიება დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

report.ge-ს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორის პრესცენტრში განუცხადეს, რომ გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე ადგილზე ვითარებაში გასარკვევად მიდის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system