თავში

თამარ ბაჩალიაშვილის სახლთან ანონიმური წერილი დატოვეს

თამარ ბაჩალიაშვილის სახლთან ანონიმური წერილი დატოვეს
თამარ ბაჩალიაშვილის სახლთან ანონიმური წერილი დატოვეს

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის სახლთან მდებარე მაღაზიაში დაუდგენელმა ადამიანმა წერილი დატოვა. წერილში საუბარია ვერსიაზე, რომ თამარ ბაჩალიაშვილი შესაძლოა მოკლეს, ხოლო მკვლელობა კრიპტოვალუტებთან და ე.წ. ქოლცენტრებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული.

წერილში სქემაა აღწერილი, ვის და რის გამო შეიძლებოდა, მოეკლათ აიტი ტექნოლოგიების 23 წლის სპეციალისტი.  

წერილში ნახსენებია რამდენიმე მაღალჩინოსნის გვარიც.

ოჯახის უფლებადამცველი, მიხეილ რამიშვილი, ამბობს, რომ წერილში პოლიციელის გვარი ფიგურირებს.

"ამ პოლიციელის გვარი თავიდანვე ფიგურირებდა საქმეში. ამ წერილით დგინდება ის, რაზეც ჩვენ თავიდანვე ვსაუბრობდით. ეს ბავშვი, თამარ ბაჩალიაშვილი, იყო გარკვეულ ჯგუფთან თანამშრომლობის შედეგის მსხვერპლი. ეს არის დაკავშირებული როგორც ფინანსებთან, ასევე გარკვეულ ინფორმაციასთან, რომელსაც ეს ბავშვი ფლობდა"- აცხადებს ადვოკატი. 

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 2020 წლის 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობდა.

2020 წლის 17 დეკემბერს, პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება შეწყვიტა.

ოჯახს, გამოძიების ვერსიის არ სჯერა. თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილი მოკლულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system