თავში

"თავში ჩაქუჩი ჩაარტყა და ყელი გამოჭრა" - თბილისში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები

"თავში ჩაქუჩი ჩაარტყა და ყელი გამოჭრა" - თბილისში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები
თავში ჩაქუჩი ჩაარტყა და ყელი გამოჭრა - თბილისში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები

თბილისში მოკლული 45 წლის კაცი კასპში მცხოვრები გიორგი ბასიაშვილია, რომელიც  წლების განმავლობაში თბილისში ერთ-ერთ ტკბილეულობის ქარხანაში მუშაობდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, კაცს სასიკვდილო ჭრილობები სამსახურში, დაცვის თანამშრომელმა მიაყენა. მას ჯერ თავში რამდენჯერმე ჩაქუჩი ჩაარტყა, შემდეგ კი ყელი გამოჭრა.

ცხედარი მშობლიურ ქალაქ კასპში უკვე გადაასვენეს. გარდაცვლილის ოჯახის წევრები მედიასთან არ საუბრობენ, თუმცა გარკვეული ინფორმაცია აქვთ ადგილობრივებს.

"ერთმანეთს ვერ იტანდნენ... იმ ბიჭს მოუკლია, ჩაქუჩი თავში დაურტყამს, ასე ამბობენ. თბილისში მუშაობდა", - ამბობს ადგილობრივი "მთავარ არხთან". 

მოკლული კასპში სამ მცირეწლოვანათან და ცოლთან ერთად ცხოვრობდა. 

report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, რომ ბრალდებული უკვე დაკავებულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system