თავში

თბილისის ერთ-ერთ აფთიაქში გადამალული ფსიქოტროპული მედიკამენტები აღმოაჩინეს

თბილისის ერთ-ერთ აფთიაქში გადამალული ფსიქოტროპული მედიკამენტები აღმოაჩინეს
თბილისის ერთ-ერთ აფთიაქში გადამალული ფსიქოტროპული მედიკამენტები აღმოაჩინეს

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ თბილისში მდებარე ერთ-ერთი აფთიაქის ინსპექტირებისას, მაცივრის ძრავთან გადამალული, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი აღმოაჩინა.

უნებართვოდ არსებული, პირველ ჯგუფს მიკუთვნებული, ფარმაცევტული პროდუქტი დაილუქა და ჩამოერთვა დაწესებულებას.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, დაწესებულებაში განხორციელებული კონტროლის ღონისძიების შედეგად დადასტურდა, რომ აფთიაქი უკანონო ფარმაცევტულ საქმიანობას ახორციელებდა და აღნიშნული ფსიქოტროპული ნივთიერებები დაწესებულებას კანონდარღვევით ჰქონდა მიღებული.

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ ჩამოართვა ყველა ის მედიკამენტი, რომელთა მიღების დამადასტურებელი დოკუმენტაცია აფთიაქს არ გააჩნდა. საერთო ჯამში 1087 ერთეული ფარმაცევტული პროდუქტი, რომელიც მიეკუთვნება პირველი ჯგუფის მედიკამენტებს.

დარღვევასთან დაკავშირებით შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გადაეგზავნა სასამართლოს შემდგომი რეაგირებისთვის.

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ფარმაცევტულ საქმიანობაზე კონტროლს ყოველდღიურად ახორციელებს. განსაკუთრებით დიდი ყურადღება კი სწორედ პირველი ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევას ექცევა.

2021 წლის 1-ლი იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში, სააგენტომ ფარმაცევტული საქმიანობის კონტროლის 189 ღონისძიება განახორციელა და 166 შემთხვევაში სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system