თავში

თბილისში ქალს ყელი გამოჭრეს

თბილისში ქალს ყელი გამოჭრეს
თბილისში ქალს ყელი გამოჭრეს

თბილისში, ახვლედიანის ქუჩის 18 ნომერში, "მასაჟის ცენტრში" ქალი მოკლეს. დაჭრილია კიდევ ერთი პირი.

მათ ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. 

"ძალიან დაუცველად ვგრძნობთ თავს, ერთმა პირმა ყელი გამოჭრა ერთ ჩვენ კოლეგას, მეორე კოლეგა კი დაჭრა. პოლიცია მთელი ღამე მუშაობდა, მაგრამ როგორც ვიცი არავინ დაუკავებიათ. ძალიან გვეშინია და არ ვიცით როგორ შევძლებთ მუშაობის გაგრძელებას", - ამბობს იმავე ცენტრის თანამშრომელი.

მათთვის უცნობია რას მოჰყვა დაპირისპირება.

ვერაზე მოკლული ქალი ტაილანდის მოქალაქეა. ის საქართველოში 2 კვირით ჩამოვიდა. ქალი ქვეყანაში ტურისტულად იმყოფებოდა, პარალელურად კი ვერაზე მდებარე მასაჟის ერთ-ერთ ცენტრში დროებით მუშაობდა.

მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ამოღებულია მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. დაკავებული ამ დროისთვის არავინ არის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system