თავში

თბილისში, მაჩაბლის ქუჩაზე ორი ადამიანი დაჭრეს

თბილისში, მაჩაბლის ქუჩაზე ორი ადამიანი დაჭრეს
თბილისში, მაჩაბლის ქუჩაზე ორი ადამიანი დაჭრეს

თბილისში, მაჩაბლის ქუჩაზე სროლის შედეგად ორი ადამიანი დაჭრეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. დაჭრილები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს. კერძოდ, 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა), 124-ე (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება).

დამატებითი ინფორმაცია ამ დროისათვის უცნობია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system