თავში

თბილისში მომხდარი დაჭრისთვის ძებნილი აბასთუმანში დააკავეს

თბილისში მომხდარი დაჭრისთვის ძებნილი აბასთუმანში დააკავეს
თბილისში მომხდარი დაჭრისთვის ძებნილი აბასთუმანში დააკავეს

თბილისში 29 დეკემბერს მომხდარი დაჭრის ფაქტზე ძებნილი ორი პირი აბასთუმანში დააკავეს. ამის შესახებ შსს იტყობინება. 

დაკავებული წარსულში მძიმე დანაშაულებისთვის არის ნასამართლევი. მას განზრახ მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად. 

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

მასთან ერთად დააკავეს კიდევ ერთი პირი, რომელსაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ედება ბრალი, რაც 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს 2 პისტოლეტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system