თავში

თემქაზე მამაკაცმა პოლიციელი დაჭრა და მე-7 სართულიდან გადმოხტა

თემქაზე მამაკაცმა პოლიციელი დაჭრა და მე-7 სართულიდან გადმოხტა
თემქაზე მამაკაცმა პოლიციელი დაჭრა და მე-7 სართულიდან გადმოხტა

თბილისში, თემქის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ კორპუსში გამოძახებაზე მისულ პარტულ-ისპექტორს ადგილობრივმა მაცხოვრებელმა ცივი იარაღით ფეხში ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი მე-7 სართულიდან გადმოხტა. ამის შესახებ Report.ge-ს შსს-დან აცნობეს. მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

პოლიციის ადგილზე გამოძახების მიზეზი ოჯახური კონფლიქტი გახდა. 

"საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით შესული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა თემქის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, რა დროსაც შეტყობინების ინიციატორის მეუღლე - 1985 წელს დაბადებული გ.კ. გახდა აგრესიული და ამავე კორპუსის მე-4 სართულზე, სადარბაზოში, ადგილზე მისულ პატრულ-ინსპექტორს დ.ბ. -ს ცივი იარაღის გამოყენებით, მარცხენა ზედა კიდურის არეში მიაყენა ჭრილობა, რის შემდეგაც ამავე კორპუსის მეშვიდე სართულის სადარბაზოდან გადმოხტა. 

აღნიშნული პიროვნება სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. რაც შეეხება დაჭრილ პატრულ-ინსპექტორს, დ.ბ. -ს ის მოთავსებულია სამედიცინო დაწესებულებაში, მისი სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.", - აცხადებენ სამინისტროში

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system