თავში

ტრაგედია ახმეტაში - დაღუპულია 20 წლამდე ახალგაზრდა

ტრაგედია ახმეტაში - დაღუპულია 20 წლამდე ახალგაზრდა
ტრაგედია ახმეტაში - დაღუპულია 20 წლამდე ახალგაზრდა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ის 20 წლამდე მამაკაცია, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. 

დაშავებულია კიდევ ორი პირი - ახალგაზრდა ქალი და მცირეწლოვანი გოგონა. ისინი ადგილზე მობილიზებულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. 

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system