თავში

წალენჯიხაში სწრაფი ჩარიხვის აპარატი გაქურდეს - დაკავებულია ერთი პირი

წალენჯიხაში სწრაფი ჩარიხვის აპარატი გაქურდეს - დაკავებულია ერთი პირი
წალენჯიხაში სწრაფი ჩარიხვის აპარატი გაქურდეს - დაკავებულია ერთი პირი

სამართალდამცველებმა 1982 წელს დაბადებული პირი სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ბრალდებით დააკავა. ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 დეკემბერს, წალენჯიხაში, სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ფული მოიპარა და მიიმალა.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს მოპარული თანხის ნაწილი და სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ფულის კუპიურების ქისა",- აცხადებენ უწყებაში. 

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system