თავში

წნორში მცხოვრებ ოჯახს სახლი ნათესავმა დაუწვა

წნორში მცხოვრებ ოჯახს სახლი ნათესავმა დაუწვა
წნორში მცხოვრებ ოჯახს სახლი ნათესავმა დაუწვა

წნორში მცხოვრებ ოჯახს ნათესავმა საცხოვრებელი სახლი დაუწვა. ფაქტს წინ დავა უძღოდა, რომელიც წლების წინ, სწორედ ამ სახლის გამო დაიწყო. 

გულნაზ სომხიშვილი მედიასთან საუბრისას აცხადებს, რომ ბინა პაპამ აჩუქა, რაზეც ბიძას პრეტენზია ჰქონდა. 

დაზარალებული ოჯახი ამბობს, რომ კაცი პოლიციელებმა მხოლოდ გამოკითხეს და სახლში გაუშვეს. 

5 წევრისგან შემდგარი ოჯახი ახლა ნათესავთან ცხოვრობს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system