თავში

ცოტნე გამსახურდიას დაჭრაზე პასუხისმგებლობას გიორგი სოლოღაშვილი იღებს

ცოტნე გამსახურდიას დაჭრაზე პასუხისმგებლობას გიორგი სოლოღაშვილი იღებს
ცოტნე გამსახურდიას დაჭრაზე პასუხისმგებლობას გიორგი სოლოღაშვილი იღებს

ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულმა, გიორგი სოლოღაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა რომ გამსახურდიას დანა მან დაარტყა და დაკავებული ყველა სხვა პირი უდანაშაულოა.

მოსამართლე ნატო ხუჯაძემ გიორგი სოლოღაშვილს განუმარტა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მას საუბარი შეეძლება, თუმცა მოგვიანებით.

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხი განიხილება. დაკავებულ პირებს: პეტრე ყუფარაძეს, თორნიკე ქვათაძეს, გიორგი სოლოღაშვილს, კახა ჩხეტიანს და ტატო ღარიბაშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. დაკავებული პირებიდან ერთ-ერთს, გიორგი სოლოღაშვილს ბრალი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობიდან მკვლელობის მცდელობის მუხლით გადაუკვალიფიცირდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system