თავში

უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე 1 პირი დააკავეს

უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე 1 პირი
უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული მ. ტ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით, თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზაზე დააკავეს. 

უწყების ცნობით, დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს: ქარხნული წესით დამზადებული, „NORINCO MODEL 213“ მოდელის პისტოლეტი, ასევე, ამავე იარაღისათვის განკუთვნილი, ქარხნული წესით დამზადებული 8 ცალი ვაზნა. ხოლო, მისი კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია: ტოკარევის „TT” კონსტრუქციის პისტოლეტი, და ამავე იარაღისათვის განკუთვნილი, 8 ცალი საბრძოლო ვაზნა. 

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system