თავში

ვატო ყიფიანი საქართველოშია დეპორტირებული

​ვატო ყიფიანი საქართველოშია დეპორტირებული
ვატო ყიფიანი საქართველოშია დეპორტირებული

კრიმინალური ავტორიტეტი "ვატო ყიფიანი", რომელიც უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სასანქციო სიაში მოხვდა, საქართველოშია დეპორტირებული. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, უწყებამ ის შეიყვანა სიაში როგორც ადამიანი, რომელიც თავისი ქმედებებით, შესაძლოა, უკრაინისა და მისი მოქალაქეებისთვის საფრთხეს წარმოადგენდეს.

ის საქართველოში გაამგზავრეს და უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალეს.

42 წლის "ვატო ყიფიანი" სხვა ქვეყნების მიერ რამდენჯერმე დაკავებული იყო სხვადასხვა ბრალდებებით, მათ შორის მკვლელობის ფაქტზეც.

უკრაინული მედია წერს, რომ უკრაინაში ის გავლენიანი რუსი და ქართველი "კანონიერი ქურდების" ინტერესებს წარმოადგენდა და სხვადასხვა კრიმინალურ დაჯგუფებებს აკონტროლებდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system