თავში

ვიდეოთამაშზე დამოკიდებულმა ახალგაზრდამ 16 წლის ბიჭი დაასახიჩრა

ვიდეოთამაშზე დამოკიდებულმა ახალგაზრდამ 16 წლის ბიჭი დაასახიჩრა
ვიდეოთამაშზე დამოკიდებულმა ახალგაზრდამ 16 წლის ბიჭი დაასახიჩრა

ვიდეო თამაშ Fortnite-ზე დამოკიდებულმა 18 წლის ბრიტანელმა ახალგაზრდამ, სერიალ "მოსიარულე მკვდრების" ერთ-ერთ ბოროტმოქმედს, ნეგანს მიბაძა და ლურსმნებიანი ბეისბოლის ჯოხით, რომელსაც ზედ "Lucille" ეწერა, 16 წლის ბიჭს თავის ქალა გაუტეხა. ამის შემდეგ კი თამაშ Fortnite-ში გავრცელებული ცეკვა "Floss" შეასრულა. 

შემთხვევა 2018 წელს მოხდა. ცოტა ხნის წინ ჯონ კალის-ვუზლის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. დაზარალებული ბიჭი გადარჩა, თუმცა დაზიანება იმდენად მძიმე იყო, რომ ბიჭს დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს. 

დაზარალებული დედის თქმით, ეს შემთხვევა მაგალითია იმისა, თუ როგორი გავლენა აქვს ძალადობრივ ფილმებსა თუ თამაშებს. 

წყარო: Nypost

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system