თავში

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ავტომობილი დაუზიანეს

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ავტომობილი დაუზიანეს
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ავტომობილი  დაუზიანეს

ზუგდიდში, უცნობმა პირებმა 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის ავტომობილი, მის სახლთან ახლოს, ქვით დააზიანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკითხვაზე მირანდა მესხის მეუღლე იმყოფება.

ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემაც გააკეთა და განაცხადა, რომ მისთვის უცნობია რა გახდა დანაშაულის მოტივი.

"შვიდის წუთები იყო, ჩამოვედით მე და ჩემი მეუღლე და დაგვხვდა ეს სიურპრიზი. ამხელა ქვა გვერდზე, წინა მხარე ჩალეწილი, უკანა მხარეც, შიგნით ნამსხვრევებად ქცეული ყველაფერი", - განაცხადა მირანდა მესხმა.

შსს-ში Report.ge-ს განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ფოტო: რადიო "ათინათი"

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system