თავში

ამერიკაში ქართული ღვინის ფორუმი იმართება

ამერიკაში ქართული ღვინის ფორუმი იმართება
ამერიკაში ქართული ღვინის ფორუმი იმართება

მიმდინარე წლის 11-19 ნოემბერს აშშ-ში, ამერიკა- საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით, გაიმართება რიგით მესამე „ქართული ღვინის ფორუმი“.

შეერთებული შტატებში Covid-19-ით გამოწვეული შეზღუდვებისა და არსებული ეპიდ-სიტუაციიდან გამომდინარე, წელს “ქართული ღვინის ფორუმი“ ონლაინ ფორმატში ჩატარდება.

ახალი ფორმატის მიხედვით, ფორუმი ორ ღონისძიებას მოიცავს:

▪️11 ნოემბერს ჩატარდება სამეცნიერო ვებინარი, ქართული ღვინის 8000 წლიანი ისტორიისა და ღვინის დაყენების უნიკალური მეთოდის შესახებ.

▪️19 ნოემბერს კი ქართული ღვინის ვირტუალური დეგუსტაცია გაიმართება, რომელშიც წინასწარ შერჩეული 50-მდე ადგილობრივი სომელიე და მედიის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. 

შეგახსენებთ, საექსპორტო ბაზრების ასათვისებლად, ღვინის ეროვნული სააგენტო მსოფლიოში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდაზე აქტიურად მუშაობს. ერთ თვეში ქართული ღვინო კიდევ ეღთხელ გააცნეს ბრიტანელებსა და გერმანელებს. 

ცნობისთვის, ქართულ ღვინოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ტურიზმის განვითარებაში. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, საქართველოს ღვინოების სიმრავლე, რელიეფის თავისებურება, კერძებისა და ფოლკლორული მრავალფეროვნება ერთობლივად ქმნის დიდ შესაძლებლობას, რომ ტურისტებს ქართული ტრადიცია სრულფასოვნად გააცნონ და ამით როგორც ქვეყანამ, ფერმერებმაც დიდი სარგებელი მიიღონ. 

ქართული ღვინის მარკეტინგული მხარდაჭერისთვის 2021-2024 წლებში სახელმწიფო 46 მლნ ლარს გამოყოფს. ქართული ღვინის მარკეტინგული მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 2021-2024 წლებში ქართული ღვინის 500-ზე მეტი პრეზენტაცია და დეგუსტაცია გაიმართება უცხოეთის ქვეყნებში. შედეგად, ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავლები ყოველწლიურად საშუალოდ 8 %-ით გაიზრდება.

2021 წლიდან ვენახში ყურძნის ხარისხს ახლებურად გააკონტროლებენ, რაც ქართული ღვინის სექტორს თვისობრივად ახალ დონეზე გადაიყვანს. 

შეგახსენებთ, სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, ღვინის ექსპორტი გაიზარდა. საექსპორტო ბაზრებზე 21,265 მლნ დოლარის ღვინო გავიდა, რაც წლის მაქსიმუმია. მაჩვენებელი 14%-ით არის გაზრდილი წინა წლის სექტემბერთან შედარებითაც.

სექტემბრის გაზრდილი ექპორტის მიუხედავად, ქართული ღვინის 9 თვის ჯამურ ექსპორტში თითქმის 6%-იანი კლებაა.

იანვარ-სექტემბერში საექსპორტო ბაზრებზე 143 მლნ დოლარის ქართული ღვინო გავიდა. შემცირებულია ექსპორტი ღვინის მთავარ სარეალიზაციო ბაზარებზე რუსეთში (კლება 10.5%-ია და 82.5 მლნ დოლარს შეადგენს) და ჩინეთშიც ( 9 თვის განმავლობაში 9,5 მლნ დოლარის ღვინოა გაყიდული).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system