თავში

არის თუ არა საქართველოში სოციალური უკმაყოფილების რისკი

არის თუ არა საქართველოში სოციალური უკმაყოფილების რისკი
არის თუ არა საქართველოში სოციალური უკმაყოფილების რისკი

საქართველოს წამყვან საწარმოებში დასაქმებულთა გაფიცვები ძირითადად  შრომის ანაზღაურების საკითხს უკავშირდება. მსგავსი მოთხოვნით რამდენიმე დღის წინ პროტესტი მომსახურების სფეროშიც დაფიქსირდა. სოციოლოგი პაატა აროშიძე ფიქრობს, რომ პანდემიის და სხვა თანმდევი პრობლემების გამო ადამიანების ცხოვრების ხარისხი გააუარესებულია, რამაც შექმნა გარკვეული ფონი სოციალური უკმაყოფილებისთვის.

თუმცა აროშიძე იმედოვნებს, რომ მდგომარეობა შეიძლება არ გამწვავდეს, თუკი დამსაქმებლები ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებენ, რაშიც, მისივე თქმით,  დიდი როლი აკისრია ქვეყნის მთრავრობას. 

,,დაძაბულობის ნიშნები ნამდვილად არის, ვფიქრობ, რამდენიმე დღეში სიტუაცია ჩაწყნარდება და დასაქმებულები აუბრუნდებიან სამუშაო პროცესს ოდნავ გაუმჯობესებული პირობებით, როგორც მაღაროელთა შემთხვევაში მოხდა. მთავარია, ხალხმა ღირსეული ანაზღაურება მიიღოს. ნამდვილად დამაფიქრებელი პროცესები მიმდინარეობს, რადგან დიდი ხნის განმავლობაში თუ ასე გაგრძელდა, სოციალურ პროტესტში გადაიზრდება, აქამდე არ უნდა მივიდეს საქმე და სიტუაციის სტაბილიზაციას შეუწყონ ხელი, ვისაც ეს ევალება. საპროტესტო აქციები განვითარებული ქვეყნებისთვისაც პროტესტის კანონით დაშვებული ფორმაა, მაგრამ გააჩნია რა მოთხოვნებს ეფუძნება პროტესტი, სოციალურად უკმაყოფიულო მოსახლეობის დაშოშმინება საკმაოდ რთულია, დროული რეაგირებაა საჭირო", - ამბობს აროშიძე report.ge-თან.

გაფიცვებს ლარის გაუფასურებასა და ფასების ზრდის პროცესს უკავშირებს ბიზნესის სამართლის ექსპერტი აკაკი ჩარგეიშვილი. 

,,მაღაროელების პროტესტი ყველასთვის გასაგებია, მაგრამ ცხადია, ,,ბორჯომსა" და ,,ნაბეღლავში" არ არის მძიმე შრომის პირობები, ამ მხრივ ორივე საწარმო აბსოლუტურად განსხვავებულ კატეგორიაშია. დასაქმებულების პროტესტში მე უფრო სოციალური პრობლემების გამოძახილს ვხედავ, ლარი გაუფასურდა, ბევრი პროდუქტი გაძვირდა, ცხოვრების ხარისხი გაუარესდა და ასეთ დროს ბუნებრივია, ადამიანები ხელფასების ზრდას ითხოვენ. მსყიდვითუნარიანობიდან გამომდინარე,შარშან ადამიანს 1000 ლარიანი ხელფასი თუ ჰქონდა, ამ ფულს დღეს აბსოლუტურად სხვა მსყიდვითუნარიანობა აქვს. შეიძლება, რამდენიმე ინტერესის თანხვედრაა, უფრო მაინც როგორც სოციალური ფაქტორი საჭარბობს“, - ამბობს ჩარგეიშვილი report.ge-თან.

შეგახსენებთ, რომ ,,IDS ბორჯომი საქართველომ"  განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული,კომპანია კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, დაუკმაყოფილოს გაფიცულ თანამშრომლებს ხელფასების ზრდის მოთხოვნა, მათთვის ბოლო შეხვედრაზე გაჟღერებული კიდევ უფრო გაუმჯობესებული პირობებით.

ქარხანა 18 მაისს, 10:00 საათიდან გაჩერდა მუშები აქციის გამო. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაიფიცნენ ,,ნაბეღლავის" თანამშრომლების, მაგრამ პრესასტან საუბრისას კომპანიის ხელმძღვანელობამ ეს ფაქტი არ დაადასტურა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system