თავში

"აშშ-ის გრანტი საქართველოს ეკონომიკის აღდგენას დაეხმარება"

"აშშ-ის გრანტი საქართველოს ეკონომიკის აღდგენას დაეხმარება"
აშშ-ის გრანტი საქართველოს ეკონომიკის აღდგენას დაეხმარება

USAID-ის მისიის დირექტორმა საქართველოში, პიტერ ვიბლერმა და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ხელი მოაწერეს განვითარების მიზნების შესახებ შეთანხმებას, რომლის მიხედვით USAID მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს 330 მილიონ აშშ დოლარის მხარდაჭერას გაუწევს. პარლამენტის ყოფილი სპიკერის, არჩილ თალაკვაძის, შეფასებით ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ახალი საგრანტო დახმარება საქართველოს მიმართ ძლიერ მხარდაჭერას გამოხატავს.

"გაფორმებული შეთანხმება მნიშვნელოვანია როგორც დემოკრატიული დღის წესრიგის მხარდაჭერის, ასევე, პოსტ-კოვიდური ეკონომიკის აღდგენის მხრივ," -აცხადებს თალაკვაძე.

 შეგახსენებთ, საქართველოსა და აშშ-ის შორის 67-მილიონიანი საგრანტო შეთანხმება დღეს გაფორმდა. საქართველომ და ამერიკის შეერთებულ შტატებმა (წარმოდგენილი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოთი (USAID)) ხელი მოაწერეს საგრანტო შეთანხმებას „საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის“, რომლის თანახმად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოს გამოუყოფს 67 მლნ აშშ დოლარამდე ოდენობის გრანტს 330 მლნ აშშ დოლარამდე გაზრდის შესაძლებლობით.

ცერემონია გახსნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და USAID-ის მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა.

USAID პირველ ეტაპზე დაახლოებით 67 მლნ აშშ დოლარის ოდენობის გრანტს გამოყოფს და ეტაპობრივად შესაძლებელი იქნება 330 მლნ აშშ დოლარამდე გაზრდა.

აშშ-ის გრანტი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას მოხმარდება. აშშ-ის 330-მილიონიანი გრანტის სამ მიზანს საქართველოში, გაეცანით აქ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system