თავში

"აწარმოე საქართველოში" პროგრამებს გააფართოვებს

"აწარმოე საქართველოში" პროგრამებს გააფართოვებს
აწარმოე საქართველოში პროგრამებს გააფართოვებს

„მსოფლიო ბანკის ფინანსური რესურსით მოხდება „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების გაფართოება, გაძლიერება და მოცულობის გაზრდა,“ - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მსოფლიო ბანკთან დღეს გაფორმებული შეთანხმება, რომლის საფუძველზეც საქართველო პანდემიისგან დაზარალებული მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დასახმარებლად 85 მლნ ევროს შეღავათიან ფინანსურ რესურსს მიიღებს.

პროექტის ერთ-ერთი კომპონენტი გააძლიერებს და გააფართოებს „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს მიერ განხორციელებულ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის პროგრამებს. მიკრო და მცირე ფირმების პირდაპირი დახმარება „აწარმოე საქართველოში“-ს მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამით შეთავაზებული გრანტებით გამოიხატება.

მეორეს მხრივ, მცირე და საშუალო საწარმოები შეძლებენ „აწარმოე საქართველოში“-ის დახმარების მიღებას მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებით, რაც შეამცირებს სესხთან დაკავშირებულ ხარჯებს და გავლენას იქონიებს ლიკვიდურობის უშუალო შეზღუდვებზე. ისინი ასევე მიიღებენ სარგებელს საფინანსო ინსტიტუტების საშუალებით ნაწილობრივ საკრედიტო გარანტიებთან წვდომით, რომლებიც შექმნილია გირავნობის მაღალ მოთხოვნებზე და საფინანსო ინსტიტუტების მიერ დადგენილ რისკის თავიდან აცილების მოთხოვნებზე რეაგირებისთვის.

მსოფლიო ბანკის მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (MSMEs) დახმარების ახალი პროექტის მიზანია, ამ ტიპის საწარმოების დახმარება, მათ შორის, ციფრული მომსახურების გაუმჯობესებისა და ფინანსური ინფრასტრუქტურის განახლების უზრუნველყოფის გზით.

საქართველოში სწრაფი გადახდების ახალი, ინოვაციური სისტემა ამოქმედდება. ამას ითვალისწინებს საქარველოსთვის მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი 86 მილიონი ევროს პაკეტი. მსოფლიო ბანკთან 85 მილიონის სესხი გუშინ, 17 მაისს, გაფორმდა.  სწრაფი გადახდების სისტემა ბიზნესს 24-საათიან რეჟიმში მოემსახურება და მომავალი წლის ბოლოსთვის საქართველოს ახალი საგადასახადო სისტემა ქნება. 

ახალი სესხით გათვალისწინებულ თანხას საქართველო 2022-2026 წლებში მიიღებს და მისი ბიუჯეტი ორ ძირითად მიმართულებად ნაწილდება - 68 მილიონი ევრო “აწარმოე საქართველოში”-ს გამოეყოფა, ხოლო 12 მილიონი ევრო კი ქვეყანაში ციფრული გადახდების სისტემების გაუმჯობესებაზე უნდა დაიხარჯოს.

მსოფლიო ბანკის პროექტის ბიუჯეტის ძირითად ნაწილს ეკონომიკის სამინისტროს სსიპ “აწრამოე საქართველოში” აითვისებს, რომელიც ბიზნეს გრანტებს და სესხის სუბსიდიას გასცემს. სწრაფი გადახდების სისტემის რეფორმირების კუთხით კი თანხას ძირითადად ეროვნული ბანკი მიიღებს.

აწარმოე საქართველოში - 68 მილიონი ევროს დაფინანსება, მათ შორის:

გრანტები მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის - 25 მილიონი ევრო;
სესხის პროცენტის თანადაფინანსება - 12.8 მილიონი ევრო;
კრედიტის ნაწილობრივი გარანტირება - 25 მილიონი ევრო;
ბიზნესების დახმარება გაციფრულებაში - 5 მილიონი ევრი;

ციფრული გადახდების სისტემის მხარდასაჭერად გამოყოფილი 12 მილიონი ევრო ასე ნაწილდება:

ეროვნული ბანკი - საგადახდო ინფრასტრუქტურის განახლება - 6 მილიონი ევრო;
ეკონომიკის სამინისტროს, "აწარმოე საქართველოში"–ს და იუსტიციის სამინისტროს მომხმარებელთა სარეგისტრაციო სისტემების გაუმჯობესებისთვის 4.3 მილიონი ევრო გამოეყოფათ;
დაცული ტრანზაქციების რეფორმაზე კი 1.7 მილიონი ევრო დაიხარჯება.


მსოფლიო ბანკმა ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად €85 მილიონიანი პროგრამა გასულ კვირას დაამტკიცა. მსოფლიო ბანკი 85 მლნ. ევროს გამოყოფს საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნის და პანდემიის ზემოქმედებით დაზარალებული ფირმების მხარდასაჭერად. პროგრამა მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭომ 11 მაისს დაამტკიცა. პროექტის მიზანია ფირმების წინაშე არსებული ფინანსური შეზღუდვების შემსუბუქება და მათი დახმარება საქმიანობის პოსტ - COVID-19-ის სცენართან ადაპტაციაში.

პროექტის ერთი კომპონენტი გააძლიერებს და გააფართოებს „აწარმოე საქართველოში“ (EG) სააგენტოს მიერ განხორციელებულ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის პროგრამებს. მიკრო და მცირე ფირმების პირდაპირი დახმარება „აწარმოე საქართველოში“-ს მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამით შეთავაზებული გრანტებით გამოიხატება. მეორეს მხრივ, მცირე და საშუალო საწარმოები (SMEs) შეძლებენ „აწარმოე საქართველოში“-ის დახმარების მიღებას მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებით, რაც შეამცირებს სესხთან დაკავშირებულ ხარჯებს და გავლენას იქონიებს ლიკვიდურობის უშუალო შეზღუდვებზე. ისინი ასევე მიიღებენ სარგებელს საფინანსო ინსტიტუტების საშუალებით ნაწილობრივ საკრედიტო გარანტიებთან წვდომით, რომლებიც შექმნილია გირავნობის მაღალ მოთხოვნებზე და საფინანსო ინსტიტუტების მიერ დადგენილ რისკის თავიდან აცილების მოთხოვნებზე რეაგირებისთვის. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს ქვეყნის საფინანსო ინფრასტრუქტურის გაძლიერებას და ციფრული საფინანსო სერვისების გამოყენების ზრდას. ეს მოიცავს საგადახდო სისტემების ინფრასტრუქტურის განახლების მხარდაჭერას სწრაფი გადახდების (IPS) ახალი სისტემის დანერგვით, „იცნობდეთ თქვენს კლიენტს“ (KYC) ციფრული რეესტრის ფართო გამოყენებითა და უზრუნველყოფილი ტრანზაქციების ჩარჩოს გაძლიერებით, რომლის მიზანია დაფინანსებასთან წვდომის გაფართოება მოძრავი გირაოს, მაგ. ავტომობილების, ტექნიკური აღჭურვილობის და ინტელექტუალური საკუთრების გამოყენების ამაღლებით.

რას ნიშნავს ქართული ბიზნესისთვის 85 მლნ ევროს დახმარების პაკეტი, ნახეთ აქ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system