თავში

აზერბაიჯანიდან ფულადი გზავნილები კვლავ მზარდია

აზერბაიჯანიდან ფულადი გზავნილები კვლავ მზარდია
აზერბაიჯანიდან ფულადი გზავნილები კვლავ მზარდია

აზერბაიჯანიდან ფულადი გზავნილების ზრდის მაჩვენებელი ისევ სამნიშნა გახდა. 

ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ყოველკვირეულ ეკონომიკურ მიმოხილვაში.

აზერბაჯანიდან საქართველოში ფულადი შემოდინებები 2021 წლის 5-11 იანვრის პერიოდში.2020 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 209%-ით გაიზარდა, 1-7 აინვრის მონაკვეთში კი მონაცემი 530%-იან ზრდას აჩვენებს. 

მთელი 2020 წლის განმავლობაში ამ ქვეყნიდან საქართველოში გადმორიცხული ფულადი ნაკადის ზრდა სამნიშნა იყო. გამონაკლისია მხოლოს დეკემბრის და ოქტომბრის რამდენიმე კვირა, როცა როცა აზერბაიჯანიდან საქართველოში ფულადი გზავნილების ზრდა ორნიშნაა.

2020 წლის ბოლო თვეში, ყველაზე მეტად ფულადი გზავნილები საქართველოში აზერბაიჯანიდანაა გაზრდილი.

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, 2020 წლის დეკემბერში საქართველოში აზერბაიჯანიდან 5.79 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც დეკემბრის მთლიანი ფულადი გზავნილების 2.90%-ია. დეკემბერში აზერბაიჯანიდან გადმორიცხული ფულადი ნაკადების წლიური ზრდის ტემპი 160.14%-ს გაუტოლდა. 

რაც შეეხება, დანარჩენ სამეზობლოს, "თიბისი კაპიტალის" მიხედვით, ფულადი ნაკადების შემოდინებები რუსეთიდან 5-11 იანვრის პერიოდში უარყოფით ნიშნულზეა.

ახლო აღმოსავლეთიდან (თურქეთის ჩათვლით) ფულადი გზავნილების ზრდა 1-7 აინვრის მონაკვეთში გაზრდილია 44%-ით, ხოლო 5-11 იანვრის პერიოდში 27%-ით.

სომხეთიდან ფულადი გზავნილები   1-7 აინვრის მონაკვეთში 36%-ითაა გზარდილი, ხოლო 5-11 იანვრის მონაკვეთში 18%-ით.

ჯამში, ფულადი შემოდინებები 2021 წლის 5-11 იანვრის პერიოდში 17%-ით გაიზარდა, რაც მცირედით გაუარესებული მაჩვენებელია წინა კვირასთან შედარებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system