თავში

აზერბაიჯანიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 3.8-ჯერ გაიზარდა

აზერბაიჯანიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 3.8-ჯერ გაიზარდა
აზერბაიჯანიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 3.8-ჯერ გაიზარდა

მიმდინარე წლის აპრილში აზერბაიჯანიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 3.8-ჯერ გაიზარდა და 9.06 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის აპრილის ანგარიშიდან. აზერბაიჯანიდან საქართველოში აპრილში გადმორიცხული თანხა მთლიანი გზავნილების 4.65%-ია. წლიურ ჭრილში აზერბაიჯანული ფულადი გზავნილები საქართველოში გაზრდილია 271.80%-ით.

რაც შეეხება, დანარჩენ სამეზობლოს, რუსეთიდან საქართველოში აპრილში 33.35 მლნ. დოლარია გადმორიცხული. წლიური ზრდა 154.26%-ია. ამავე პერიოდში თურქეთიდან საქართველოში გადმორიცხულია 9.69 მლნ. დოლარი. წლიურ ჭრილში მაჩვენებელი გაზრდილია 81.86%-ით. 

მარტში რეგიონის ქვეყნებიდან მაღალი ტემპით გაიზარდა აზერბაიჯანიდან (207.6 პროცენტით) და უკრაინიდან (145.2 პროცენტით) გადმორიცხული ფულადი სახსრები, რომელთა წვლილები მთლიანი გზავნილების ცვლილებაში 3.9 და 4.2 პროცენტული პუნქტებით აისახა.  ეს იმას ნიშნავს, რომ მარტში ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად აზერბაიჯანიდან უკრაინიდან და ყაზახეთიდან გაიზარდა.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში აზერბაიჯანიდან საქართველოში 18,6 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც 3-ჯერ მეტია 2020 წლის პირველი კვარტალში აზერბაიჯანიდან გადმორიცხულ გზავნილებზე. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, წელს იანვარ-მარტში აზერბაიჯანში საქართველოდან 3,8 მილიონი დოლარი გაიგზავნა, რაც 0,2 მილიონი დოლარით მეტია გასულ წელთან შედარებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system