თავში

აზერბაიჯანიდან საქართველოში სპილენძის იმპორტი 205.8%-ით გაიზარდა

აზერბაიჯანიდან საქართველოში სპილენძის იმპორტი 205.8%-ით გაიზარდა
აზერბაიჯანიდან საქართველოში სპილენძის იმპორტი 205.8%-ით გაიზარდა

აზერბაიჯანიდან საქართველოში წელს სპილენძის იმპორტი 205.8%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში 2603 სასაქონლო ნიშნის ქვეშ აზერბაიჯანიდან საქართველოში  5,949.3 ათასი დოლარის ღირებულების 2,311.0 ტონა სპილენძის მადნები და კონცენტრატები შემოვიდა. შარშან კი დროის იმავე მონაკვეთში აზერნაიჯანმა საქართველოში დააექსპორტა 1,945.6 ათასი დოლარის 848.5 ტონა სპილენძი.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის იანვარ-ივნისში უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფში მეორე ადგილს იკავებდა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 234.1 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.6 პროცენტი). იმპორტის სასაქონლო სტრუქტურაში პირველ ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები, რომლის იმპორტმა 289.9 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8.2 პროცენტი შეადგინა. ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 231.6 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.5 პროცენტი).

სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებს პირველი პოზიცია უჭირავს 2020 წლის იანვარ-ივნისში სასაქონლო ჯგუფების საექსპორტო ათეულში. წელს საქართველოდან ექსპორტზე გავიდა 332.4 მლნ. აშშ დოლარის სპილენძი, რაც მთელი ექსპორტის 22.1 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 184.1 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 12.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 117.6 მლნ. აშშ დოლარით (7.8 პროცენტი).

ცნობისთვის, აზერბაიჯანული იმპორტი საქართველოში 2020 წლის პირველ ნახევარში 16.9%-ით შემცირდა. მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველოში აზერბაიჯანიდან ჯამში 247,381.2 ათასი დოლარის იმპორტი შემოვიდა მაშინ როცა შარშან დროის იმავე მონაკვეთში საქართველოში აზერბაიჯანული იმპორტი ფულად გამოსახულებაში 297,659.0 დოლარს უტოლდებოდა.

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში აზერბაიჯანული ჩაის იმპორტი საქართველოში გაიზარდა 10.8%-ით.

შეგახსენებთ, ყველაზე დიდი რაოდენობით წელს აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოვიდა ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები. მისი ექსპორტის მაჩვენებელი წლიურ ჭრილში 19.4%-ითაა შემცირებული, თუმცა საერთო მოცულობით ის მაინც საიმპორტო უმსხვილეს პროდუქტთა ნუსხაში ლიდერ პოზიციაზეა. შარშანდელთან შედარებით, 54.3%-ით არის შემცირებული აზერბაიჯანული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი საქართველოში, თუმცა ის უმსხვილეს საიმპორტო პროდუქტთა ჩამონათვალში იმპორტის საერთო მოცულობით მეორე ადგილს იჭერს 18.9%-ითაა შემცირებული საქართველოში ელექტროენერგიის აზერბაიჯანული იმპორტი. იმპორტის მაჩვენებლით უმსხვილეს საიმპორტო პროდუქტებს შორის მესამე ადგილს იჭერს საბეჭდი და გამომთვლელი მანქანების ნაწილები, რომელთა შესაძენად საქართველომ აზერბაიჯანს გადაუხადა 11,195.1 ათასიო დოლარი ეს მაშინ, როცა შარშან წლის პირველ ნახევარში ამ პროდუქტის იმპორტი საერთოდ არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება უმსხვილესი საიმპორტო პროდუქტების 5-ეულის ბოლო, მეხუთე ადგილს, ამ პოზიციაზეა ცემენტი, რომლის იმპორტი აზერბაიჯანიდან საქართველოში შემცირებულია 37.8 %-ით. შარშან იანვარ-ივნისში აზერბაიჯანმა საქართველოში 10,632.7 ათასი დოლარის ღირებულების 189,758.6 ტონა ცემენტი იყო ექსპორტირებული, წელს კი ეს მაჩვენებელი 131,003.6 ტონამდეა შემცირებული, რაც ფულად გამოსახულებაში გაუტოლდა 6,614.6 ათას დოლარს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system