თავში

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით ADY Express-მა ტვირთის ზიდვის ტექნოლოგია გააუმჯობესა

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით ADY Express-მა ტვირთის ზიდვის
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით ADY Express-მა ტვირთის ზიდვის ტექნოლოგია გააუმჯობესა

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით ტვირთი დახურული ვაგონებით გადაიზიდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც „აზერბაიჯანის რკინიგზის“  შვილობილმა კომპანიამ, შპს ADY Express - მა ტვირთი დახურული ვაგონებით გადაზიდა, რაც გაუჯობესებულ ტექნოლოგიურ პროცესად მიიჩნევა.

ამჯერად, მეფრინველეობის ფერმებისთვის განკუთვნილი ტვირთი კომპანიამ თურქეთიდან აზერბაიჯანში გადაზიდა. პირველ პარტიაში 1000 ტონაა, საიდანაც 300 ტონის ტრანსპორტირება საქართველოს გავლით უკვე განხორციელდა. 

ცნობისთვის, "ბაქო-თბილისი-ყარსის" რკინიგზით ADY Express-ი ექსპორტს იწყებს. 2020 წელს ADY Express- მა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით ჯამში 49,739 ტონა ტვირთიგადაიზიდა, აქედან 97% ტრანზიტული ტვირთია, 3% კი იმპორტირებული. შედარებისთვის, 2019 წელს კომპანიამ მოახერხა 25 722 ტონა ტვირთის გადაზიდვა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარგინიგზო მაგისტრალზე ექსპორტი თურქეთმა უკვე დაიწყო. თურქეთიდან ჩინეთში საექსპორტო მატერებელმა ორი რეისი განახორციელა. თურქეთმა ჩინეთამდე ორ პარტიად BSH-მაცივრები გადაიტანა. აქამდე ამ მაგისტრალზე ძირითადად ჩინური ექპსორტი მოძრაობდა. საქართველოში ამტკიცებენ, რომ ამ მაგისტრალზე ჩინური იმპორტის გადაზიდვა ხელს შეუწყობს ტვირთბრუნვის და ეკონომიკური ეფექტის ზრდას.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ჩინეთიდან/კენ გადაზიდვები 371.9%-ით გაიზარდა.

ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში შუა დერეფანზე ჩინეთიდან/კენ საქართველოს გავლით გადაზიდულმა კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 2343 TEU, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35.1%-ით მეტია (1734 TEU).

უწყების ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალით, BTK-თი, გადაიზიდა 1260 TEU, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 371.9%-ით მეტია (267 TEU).

ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ჩინეთ-ევროპას შორის უმოკლესი გზაა, რაც აიაფებს ტვირთს და საქართველოს კონკურენტუნარიანობას ზრდის ამ დერეფანში. ნათია თურნავას თქმით, ბაქო-თბილისი-ყარსი, ახალი ამ მაგისტრალზე დღემდე დაახლოებით 400 000 ტონა ტვირთი გადაიზიდა.

ცნობისთვის, ბაქო-თბილისი-ყარსი (BTK) ახალი სარკინიგზო მარშრუტია, რომელიც საქართველოზე გავლით, ევროპასა და აზიას ერთმანეთთან აკავშირებს. მისი მშენებლობა 2008 წელს დაიწყო და 2017 წელს დასრულდა. სარკინიგზო მაგისტრალი სატესტო რეჟიმში 2017 წლიდან მოქმედებს. სატვირთო ტრანზიტისთვის სარკინიგზო მარშრუტი აქტიურია 2018 წლიდან.

იმისთვის, რომ გაიგოთ ყველა დეტალი, თუ როგორ მუშაობს, რა ეკონომიკური ეფექტი აქვს საქართველოსთვის, პარტნიორი ქვეყნებისთვის და რეგიონისთვის ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალს, იკითხეთ, report.ge-ს ეკონომიკური ანალიტიკა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system