თავში

კობა გვენეტაძე ბანკებისთვის უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნის შემცირებას არ ემხრობა

ბანკებისთვის უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნის შემცირებას
კობა გვენეტაძე ბანკებისთვის უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნის შემცირებას არ ემხრობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არსებულ ვითარებაში, ბანკებისთვის უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის შემცირებას არ ემხრობა.

ამჟამად, კომერციული ბანკებისთვის უცხოურ ვალუტაში ერთ წლამდე ვადით მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო მოთხოვნა 25%-ს შეადგენს.

“ამ ეტაპზე ამის გაკეთება არ არის კარგი. ეს პოპულისტურად გამოიყურება ძალიან. თითქოს ეს არის პანაცეა და ყველაფრის გადამჭრელი, რაც ნამდვილად არ არის ასე. ჩემს Facebook გვერდზე გამოვაქვეყნებ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემს მოსაზრებას,”- განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ეტაპობრივი შერბილებაც დაანონსა.

გვენეტაძის შეფასებით, რეფინანსირების განაკვეთის სწრაფი ზრდა ეკონომიკას ამუხრუჭებს.

კობა გვენეტაძის პროგნოზით, წელს ინფლაცია მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება და მიზნობრივ მაჩვენებელს ის მხოლოდ 2021 წლის პირველ ნახევარში დაუბრუნდება.

სებ-ი წელს, მთავრობისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მსგავსად, საქართველოში ეკონომიკის 4%-იან ვარდნას ელოდება.

ცნობისთვის, დღეს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით, 8.5%-მდე შეამცირა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system