თავში

ცქიტიშვილი: ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფო ბიუჯეტში 52 მილიონი დოლარი გადაიხადა

ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფო ბიუჯეტში 52 მილიონი დოლარი გადაიხადა
ცქიტიშვილი: ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფო ბიუჯეტში 52 მილიონი დოლარი გადაიხადა

„ქართუ ფონდი“ სრულად, რამდენიმე მილიონით დააფინანსებს ცენტრალური პარკის მოწყობას, მანამდე კი კერძო პირებისგან იპოდრომის ტერიტორიის გამოსყიდვის შედეგად ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა სახელმწიფო ბიუჯეტში 52 მილიონი დოლარი გადაიხადა," - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა თბილისის ცენტრალური პარკის პროექტის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.

პირველი ვიცე-პრემიერი ამბობს, რომ თბილისელები იამაყენებ, რომ  მსოფლიო დონის ცენტრალური პარკი მათაც ექნებათ.

„ქართუ ფონდი“, ბატონი ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი წლების განმავლობაში აკეთებს ამ საქმეს. თქვენ ვერ ნახავთ საქართველოს ვერც ერთ რეგიონს, სადაც „ქართუ ფონდს“ არ აქვს გაკეთებული ინვესტიცია, ეს იქნება ძეგლების აღდგენა, საგანმანათლებლო პროექტები, თეატრებზე ზრუნვა, საზოგადოებრივი თუ სპორტული სივრცეები და ასეთი ტიპის მწვანე პროექტები, “- აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

მაია ცქიტიშვილის თქმით, ეს პროცესი მუდმივ რეჟიმში, დაახლოებით 30 წელია მიმდინარეობს.

„ეს არის ბატონი ბიძინას და მისი ოჯახის ხელწერა, რომელიც წლების განმავლობაში არის მიმართული საკუთარი ქვეყნის ზრუნვაზე. რამდენიმე თვის წინ ვნახეთ, რომ დენდროლოგიური პარკი გაიხსნა, კიდევ რამდენიმე თვის წინ დასრულდა ქუთაისის უნივერსიტეტის მშენებლობა და გამწვანების პროექტები,“- თქვა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

შეგახსენებთ, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკი გაშენდება. ტერიტორია საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ კერძო მესაკუთრეებისგან გამოისყიდა და თბილისის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცა. აქ პარკის მშენებლობას "ქართუ" დააფინანსებს და, წინასწარი გათვლით, ის რამდენიმე ათეული მილიონი დაჯდება.

ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის ამ ქმედებას ამომრჩევლის მოსყიდვად აფასებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system