თავში

ბიტკოინის ფასი 5%-ით შემცირდა

ბიტკოინის ფასი 5%-ით შემცირდა
ბიტკოინის ფასი 5%-ით შემცირდა

ინტერნეტ პორტალი CoinDesk-ის მონაცემების მიხედვით, ბიტკოინის ფასი 5,35%-ით შემცირდა და 38 908 აშშ დოლარი შეადგინა. 

გასულ კვირაში ბიტკონის ფასმა $35 ათასს გადააჭარბა და ისტორიული რეკორდი განაახლა. 

დეკემბერში კრიპტოვალუტის ფასი 50%-ით გაიზარდა ხოლო წინა კვირაში ბიტკოინის ფასმა $34 000 შეადგინა.

დაახლოებით თვენახევრის წინ მისი ფასი 17 000 დოლარს ოდნავ აჭარბებდა, თუმცა სულ რაღაც რამდენიმე კვირაში მისი ღირებულება თითქმის გაორმაგდა.

ბიტკოინი პირველი დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტაა, რომელიც 2008 წელს შეიქმნა. ის წარმოიქმნება, ინახება და იხარჯება ელექტრონულად. მას ცენტრალური ბანკი არ აკონტროლებს და მისი შექმნა ნებისმიერი ძლიერი კომპიუტერიდან სპეციალური ალგორითმის მეშვეობით შეიძლება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system