თავში

ბიტკონის ფასმა ისტორიული რეკორდი განაახლა

​ბიტკონის ფასმა ისტორიული რეკორდი განაახლა
ბიტკონის ფასმა ისტორიული რეკორდი განაახლა

ბიტკონის ფასმა $35 ათასს გადააჭარბა და ისტორიული რეკორდი განაახლა. CoinDesk-ის ცნობით, ბოლო 2-3 საათში კრიპტოვავალუტა კიდევ 5%-ით გაძვირდა და $35,7 ათასი შეადგინა.

დეკემბერში კრიპტოვალუტის ფასი 50%-ით გაიზარდა ხოლო გასულ უქმეებზე ბიტკოინის ფასმა $34 000 შეადგინა.

დაახლოებით თვენახევრის წინ მისი ფასი 17 000 დოლარს ოდნავ აჭარბებდა, თუმცა სულ რაღაც რამდენიმე კვირაში მისი ღირებულება თითქმის გაორმაგდა.

ბიტკოინის ფასმა ყველაზე სწრაფი აღმასვლა 2020 წლის მარტში განიცადა, როდესაც მოულოდნელად მისმა ღირებულებამ $4 000-დან $10 000-მდე მოიმატა. ფინანსური კრიზისისა და ეკონომიკური რყევების პერიოდში კი, როგორც ჩანს, მომხმარებელმა ნდობა სწორედ ვირტუალურ ვალუტას გამოუცხადა, რაც მისი ფასის რეკორდულ ზრდაში დაფიქსირდა კიდეც.

მზარდი საფასო ტენდენციის მიუხედავად, საქართველოში მაინინგის პროცესის გააქტიურება ნაკლებად მოსალოდნელია. ამის მიზეზი, როგორც ფინანსისტი გოჩა თუთბერიძე აღნიშნავს, წარმოების მაღალი ღირებულებაა. მიუხედავად ამისა, როგორც თუთბერიძე ამბობს, ქართველი მომხმარებელი დიდ მოგებაშია, რადგან ფასი დიდხანს დაბლა იყო და მათ მიერ გაწეული ხარჯი არათუი გასწორდება, სერიოზულ შემოსავალსაც მოიტანს. თუმცა ფინანსისტი საუბრობს იმაზეც, რომ ტრენდი ხანგძლივად ვერ გაგრძელდება.

,,ფასი ბოლო პერიოდში მატულობს და ასე გაგრძელდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თუმცა ტენდენცია შეიძლება მოულოდნელად შეიცვალოს. ის, რომ ციფრული ვალუტის ღირებულება მატულობს და მის მიმართ ნდობაც გაიზრდება, ასე არ არის, მომხმარებელი ამაში ბოლომდე დარწმუნებული ვერ იქნება. არაერთხელ გავმხდარვართ მოწმე, როცა ბიტკოინი ეტაპობრივად ძვირდებოდა, მაგრამ მალევე განიცდიდა კორექციას და ფასი დაბლა იწევდა. ამიტომ ვერ გეტყვით, გამოიჩენენ თუ არა ნდობას ბიტკოინის მიმართ, რადგან მისი მაღალი ღირებულება ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მაინინგის პრაქტიკა ისევ შემოვა მოდაში და აქტუალური გახდება. ხშირ რყევებს განიცდის, რის გამოც ბევრი დაზარალებულა, საკმაოდ მძიმე გამოცდილებაც არსებობს, რაც დღემდე ახსოვთ ციფრული ვალუტის მოყვარულებს და მიმდევრებს. ბიტკოინი საკმაოდ არამყარი ვალუტაა და მასზე იმედის დამყარებას ვერავის ვურჩევ. მით უმეტეს, არასახარბიელო მოცემულობაა, როცა წამყვანი ქვეყნების ეკონომიკები გაჩერებულია. ევროპა არის პარალიზებული, აშშ-შიც ჭირს სიტუაციის დასტაბილურება. ასე დიდხანს თუ გაგრძელდეა, ფინანსური მდგომარეობა ქვეყნებში მნიშვნელოვნად გაუარესდება და მათ შორის, ბიტკონის აქტივებიც დაეცემა", - ამბობს ფინანსისტი report.ge-თან.

ბიტკოინი პირველი დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტაა, რომელიც 2008 წელს შეიქმნა. ის წარმოიქმნება, ინახება და იხარჯება ელექტრონულად. მას ცენტრალური ბანკი არ აკონტროლებს და მისი შექმნა ნებისმიერი ძლიერი კომპიუტერიდან სპეციალური ალგორითმის მეშვეობით შეიძლება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system