თავში

ბიუჯეტი შეიძლება გადაჭარბებით შესრულდეს

ბიუჯეტი შეიძლება გადაჭარბებით შესრულდეს
ბიუჯეტი შეიძლება გადაჭარბებით შესრულდეს

ფინანსთა მინისტრის მოადგილის ვარაუდით, ეკონომიკური პარამეტრების გათვალისწინებით, რომელიც ზრდის ტენდენციებს აჩვენებს ბიუჯეტის გადაჭარბებით შესრულება რეალისტური პროგნოზია. 

“ეკონომიკური პარამეტრები რაც ბოლო თვეებში გვაქვს დადებით ტენდენციას აჩვენებს, რაც იმის თქმის შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ბიუჯეტის შესრულებას პრობლემა არ შეექმნება. მოსალოდნელია პოზიტიური მიმართულებითაც წავიდეთ და როგორც ეკონომიკური ზრდა ასევე საბიუჯეტო შემოსავლები გადაჭარბებით შესრულდება,“ - ამბობს გიორგი კაკაურიძე, აგრარულ საკითხთა სხდომაზე. 

შეგახსენებთ, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 18.38 მილიარდი ლარია, ნაერთი ბიუჯეტის მოცულობა კი 20.72 მილიარდ ლარს შეადგენს. ბიუჯეტი ეკონომიკის 4,3%-იან ზრდაზეა დაგეგმილი.

2021 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშით, საქართველოს ხაზინაში 527.7 მლრდ ლარის დეფიციტია. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ბიუჯეტში შემოსავლების სახით, 3,010 მლრდ ლარი შევიდა, ხოლო ამავე პერიოდში ხარჯებმა 3,102 მლრდ ლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ დეფიციტშია ბიუჯეტის საოპერაციო სალდოც. ეს ბოლო ათი წლის განმავლობაში პირველად ხდება. ბიუჯეტის დეფიციტის ეს მაჩვენებელი რეკორდულია ბოლო 10 წლის განმავლობაში.

ბიუჯეტი შეიძლება დაკორექტირდეს. მასში, სავარაუდოდ, აისახება 1500 ლარამდე ხელფასების საშემოსავლო გადასახადისგან ნაწილობრივი გათავისუფლება. ეს შეღავათი ბიზნესისთვის ბოლო 12 თვის განმავლობაში მოქმედებდა და ის მიმდინარე თვეში იწურება. ფინანსთა მინისტრის თქმით, მაისის ბოლოს მთავრობა იმსჯელებს, გაგრძელდება თუ არა წლის ბოლომდე ეს შეღავათი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system