თავში

ბიზნესი კომენდანტის საათის გადატანას ითხოვს

ბიზნესი კომენდანტის საათის გადატანას ითხოვს
ბიზნესი კომენდანტის საათის გადატანას ითხოვს

სარესტორნო ბიზნესი დიდი ხანია კომენდანტის გადაწევა-მოხსნის აუცილებლობაზე საუბრობს. ამჯერად report.ge-ს ამის საჭიროებაზე სარესტორნო მცირე და საშუალო რესტორატოები ესაუბრებიან. მცირე რესტორნების წარმომადგენელი, ზვიად გახოკიძე გვიხსნის, რომ შიდა სივრცეებში რესტორნებისთვის მუშაობა ნებადართულია გამკაცრებული რეგულაციებით და ზოგ რესტორნებს, განსაკუთრებით მცირე ზომისებს, გახსნა არც უღირთ, რადგან შიდა სივრცის ნაწილი ძალიან მცირე აქვს, რადგან 50 კვადრატული მეტრის ფართში სულ 5-6 ადამიანის მასპინძლობა შეუძლია.

გახოკიძე ამბობს, რომ თუ ე.წ კომენდანტის საათი მინიმუმ 00:00 საათამდე არ გადაიწევა, ამ გახსნას რეალური ეფექტი ვერ ექნება და ეკონომიკა ვერ გაიზრდება, რადგან ეკონომიკასთან, ტურიზმთან პირდაპირ ბმაშია საქალაქთაშორისო ტრანსპორტი და კომენდანტის საათი, რომლის 1 ან 2 საათით გადაწევა ეკონომიკურად სარგებლიანია. 

“კომუნალურების გაძვირებამ ჩვენს სექტორს უფრო დიდი ზიანი მიაყენა. გარე პერიმეტრში სტუმრებს გასათბობად კომუნალური ხარჯები იზრდება და 15 თებერვლიდან ვმუშაობთ და ერთ თვეში რესტორნის შემოსავალი მხოლოდ პერსონალის ანაზრაურებას ჰყოფნის. სხვა ხარჯი, საკუთარი ჯიბიდან უნდა გავიღო. კომენდანტის გადაწევის შემთხვევაში, შეიძლება შემოსავალი გაიზარდოს, რადგან 8 საათზე სამსახურიდან წამოსულ კონტინგენტს ავითვისებთ.  მათ 1-2 საათი ექნებათ რესრანში სავახშმოდ. ახლა საღამო პრაქტიკულად შემცირებულია, რადგან ადამიანები თბილისური საცობების გამო 6 საათის შემდეგაც კი ერიდებიან რესტორანში შესვლას, რადგან 21:00 საათამდე ვერ ასწერებენ სახლებამდე მისვლას," - განუცხადა report.ge-ს ზვიად გახოკიძემ.

შეგახსენებთ, რესტორნები გარე პერიმეტრში სტუმრებს 15 თებერვლიდან იღებენ, ხოლო შიდა სივრცეებში მუშაობას, შაბათ-კვირის გარდა, გუშინ შეუდგნენ, თუმცა მათ რეკომენდაციებისა და სტანდარტების დაცვა უწევთ. სარესტორნო ბიზნესს სტანდარტული რეკომენდაციებით, მათ არ ექნებათ 360-ზე მეტი სტუმრის მიღების უფლება და ცოცხალი მუსიკა პირველ აპრილამდე შეზღუდული იქნება. სუფრაზე უნდა იქნას გამოყენებული ერთჯერადი მაგიდისსაფრები. მრავალჯერადი, ქსოვილის მაგიდისსაფრების გამოყენება აკრძალულია.

როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით გადაადგილებაზე შეზღუდვა ძალაში რჩება 21:00-დან 05:00 საათამდე.  ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, მოძრაობის შეზღუდვის გაუქმება ამ ეტაპზე არ იგეგმება, რადგან ის ყველაზე ეფექტური საშუალება აღმოჩნდა ქვეყანაში მობილობის კონტროლისთვის. დარჩენილი შეზღუდვები შემსუბუქდება მხოლოდ ანალიზის საფუძველზე. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძის განცხადებით, ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვებიდან, კომენდანტის საათი ყველაზე გვიან მოიხსნება. მისი პროგნოზით, აღნიშნული რეგულაცია აპრილში აღარ გაგრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system