თავში

ბიზნესვიზიტორებისთვის ახალი პლატფორმა ამოქმედდება

ბიზნესვიზიტორებისთვის ახალი პლატფორმა ამოქმედდება
ბიზნესვიზიტორებისთვის ახალი პლატფორმა ამოქმედდება

"პლატფორმა, რომელიც გრძელვადიან უცხოელ ინვესტორებს საქართველოდან დისტანციურად მუშაობის საშუალებას მისცემს, მალე ამოქმდდება," - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. 

მისი განმარტებით, პლატფორმის შექმნის საჭიროება მთავრობამ მას შემდეგ დაინახა, რაც მოკლევადიან ბიზნესვიზიტებზე მოთხოვნა ფაფიქსირდა. ახალი პლატფოტმა უკვე გრძელვადიან უცხოელ ინვესტორებსაც მისცემს შესაძლებლობას საქართველოდან დისტანციურად იმუშაონ.

„ჩვენ დავაანონსეთ ახალი პლატფორმა, რომლის საშუალებითაც, გრძელვადიანი უცხოელი ვიზიტორები, ვისაც აქვთ სურვილი საქართველოდან დისტანციურად იმუშაონ, შეძლებენ ჩვენ ქვეყანაში ჩამოსვლას. ძალიან მაღალი ინტერესია სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან, მათი დასაქმებულებისგან, ვინც დისტანციურ რეჟიმში გადავიდა. მესმის, რომ არის შეკითხვები, როდის იქნება დაბალბიუჯეტიანი ფრენები შესაძლებელი, მაგრამ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ძალიან დაბალანსებული გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ. მით უფრო, მეორე ტალღის მოლოდინში“, - განაცხადა თურნავამ და დასძინა, რომ  ბიზნესვიზიტორების პლატფორმა წარმატებით მიმდინარეობს.

“გვაქვს საკმაოდ შთამბეჭდავი სტატისტიკა, 2700-მდე განაცხადია სხვადასხვა ქვეყნიდანეს არის როგორც რეგიონის ქვეყნები, ასევე ბევრი ევროპული ქვეყანა, საიდანაც ბიზნესვიზიტორს უნდა მოკლევადიანი ბიზნეს ვიზიტით ჩამოსვლა. ამ შემთხვევაში, მათ აქვთ უფლება კარანტინის გარეშე თავისი ხარჯით ჩაიტარონ გარკვეული პერიოდულობით PCR ტესტი. ეს ჩვენთვის არის უსაფრთხო. გარდა ამისა, ეს გვაძლევს საშუალებას, არ შენელდეს ბიზნესპროცესი და ინვესტორებთან ურთიერთობა“, - ამბობს ეკონომიკის მინისტრი.

შეგახსენებთ, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება.

ბიზნესვიზიტორებისთვის სავალდებულო covid-კვლევები ფასიანი იქნება.

შეგახსენებთ, დისტანციურად მუშაობისთვის მსოფლიოს 6 საუკეთესო ქვეყანას შორის საქართველოცაა. საქართველოდან დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობაზე საერთასორისო მედიაც წერს.

ცნობისთვის, მთავრობამ პრემიერის დავალებით შეიმუშავა ახალი პროექტი, რომლის ფარგლებშიც საქართველო უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ნებას დართავს, საქართველოში 6 თვის ვადით შემოვიდნენ და აქედან დისტანციურად იმუშაონ. მთავრობის გათვლით, ამით ქვეყანაში მხარჯველუნარიანი კონტინგენტი შემოვა, რაც ტურიზმსაც დაეხმარება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system