თავში

Bmatch-ი, როგორც კაპიტალის ქვეყნიდან გატანის სქემა

Bmatch-ი, როგორც კაპიტალის ქვეყნიდან გატანის სქემა
Bmatch-ი, როგორც კაპიტალის ქვეყნიდან გატანის სქემა

კურსის ახლებურად დადგენამ ლარს მაინც ვერ უშველა. ერთი თვეა ეროვნული ბანკი (სებ) ლარის ოფიციალურ გაცვლით კურსს Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული გარიგებებით ადგენს, თუმცა ქართულ ვალუტას ამან ვერ უშველა და ლარი გაუფასურების რეკორდებს მაინც ხსნის. 

მაგალითისთვის დღეს bloomberg-ზე ლარი საშუალოდ საათში ერთი თეთრით კარგავს პოზიციებს.

სპეციალისტებს ამ პლატფორმისგან დიდი მოლოდინი არც ჰქონიათ. მათი ნაწილი ჯერ კიდევ Bmatch-ის სავაჭრო პლატფორმის დაანონსებისთანავე აცხადებდა, რომ ის ვერ იმუშავებდა ეს ტერმინალი რომ ლარი მკვეთრი მერყეობებისგან დაეზღვია.

ეკონომიკის ექსპერტი ნიკა შენგელია გვიხსნის, რომ ბლუმბერგის სავაჭრო ტერმინალ Bmatch-ზე მონაწილეონბის მიღება შეუძლია კომერციულ ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და საბროკერო კომპანიებს,ასევე არარეზიდენტ და რეზიტენტ საინვესტიციო ფონდებს და აგრათვე მონაწილეობა შეეძლება სხვა კომპანიებსაც რომლებით თუნდაც დაკავებულები არიან იმპორტ -ექსპორტის ოპერაციებით. როგორც ირკვევა მინიმალური სავაჭრო ლოტო გახლავთ 100 000$ ი ან მისი ექვივალენტი, რაც თავისთავად გულისხმობს იმას რომ ამ სისტემაში ჩართვა შეეძლებათ მხოლოდ იმ კომპანიებს ,რომლებსაც თავისი საქმიანობიდან გამომდინარე ესაჭიროებათ თვიურად 100 000 დოლრე მეტი რაოდენობის ვალუტა ყიდვის ან გაყიდვის ოპერაციები. ექსპერტი ამბობს, რომ ასეთი დიდი კომპანიების რაოდენობა თითებზე ჩამოსათვლელია.

როგორვ შენგელია report.ge-სთან განმარტავს, ექსპორტ -იმპორტით დაკავებული კომპანიებს რომელთაც ასევე ესაჭიროებათ შედარებით ნაკლები რაოდენობის დოლარის ყიდვა ან გაყიდვა მათთვის შუამავლად ისევ კომერციული ბანკები რჩება. ეს სიახლე მათ საშუაელებას აძლევსგააკეთონ შუამავალი ბანკების საშუალებით პირდაპირი განაცხადები Bmatch-ზე პლატფორმაზე და მითითებულ ფასში გაყიდონ ან იყიდონ ვალუტა, თუმცა ამ ოპერაციებისათვის მათ მოუწევს გარკვეული მომსახურეობის პროცენტის გადახდა მომსახურე ან სხვა კომერციული ბანკისათვის.

ექსპერტისთვის ძნელი მისახვედრი არაა, რომ კომპანიების რიცხვი რომელთაც თვიურად მინიმალურ ლოტზე 100 000$ ზე მეტი ვალუტის ყიდვა ან გაყიდვა სურთ, რაოდენობით გაცილებით მეტია ვიდრე კმპანიებისა რომელსაც თვიურად მინიმალურ ლოტზე გაცილებით მეტი რაოდენობის ყიდვა ან გაყიდვა სურთ. ამიტომაც ექსპერტი ეროვნულ ბანკს ეთანხმება იმ ნაწილში, რომ, რაც მეტი მონაწილესათვის იქნება ხემისაწვდომი და დიდი რაოდენობა მოვაჭრეებისა იქნება ჩართული სავალუტო ვაჭრობაში ლიკვიდურობაც მეტი იქნება და კურის ცვლილების მერყეობის სიჩქარეც „ვოლატილობაც" შემცირდება მაგრამ შენგელია ამბობს, რომ არის მეორე მხარე, რაც ამ პლატფორმის ხარვეზებს წარმოაჩენს.

"მოგეხსენებათ, რომ მსოფლიოში განვითარებული ეკონომიკური ქვეყნების ცენტრალურმა ბანკებმა 2019 წლის დეკემბრიდან მოყოდებული დღემდე თავინთ ქვეყნებში საპროცენტო განაკვეთები ნულთან მიაახლოვა. საქართველოსში კი საპროცენტო განაკვეთი 8,25% ია და მისი დაწევის პოლიტიკა და პერსპექტივა ჯერ არ ჩანს. რაც უფრო მაღალი იქნება საპროცენტო განაკვეთი ,მით მეტი დაინტერესება აქვთ უცხოურ არარეზიდენტ ფინანსურ ორგანიზაციებს შემოვიდნენ საქართველოში და ფული ჩადონ მაღალლიკვიდურ სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში. ანუ რა ხდება? ისისნი შემოდიან უცხოური ვალუტით(ევრო ან დოლარი) , ამ ფულს ეროვნული ბანკი უხურდავებს იმ დროისათვის არსებული კურსით და ისინი ყიდულობენ სახელმწიფო ფასიან ქაღალდებს წლიური 9-10% იანი სარგებლით. როდესაც მოვა ამ ვალდებულებების გასტუმრების დრო,(მაგალითად თუ ეს ვალდებულება სახელმწიფოს მხრიდან იყო ერთ წლიანი და უნდა მოხდეს მისი გასტუმრება ამ პერიოდში,მაშინ ის არარეზიდენტი კომპანია ვისაც ქონდა ლარებში შეძენილი აღნიშნული ფასიანი ქაღალდები, მიღებულ ლარებს თავისი შემოსავლიანობით (ანუ მასზე დარიცხული სარგებლით) კვლავ გადაახურდავებს უკან უცხოურ ვალუტაში და გააქვს ქვეყნიდან. ახლა მთავარია ამ ვალდებულებების ვადის გასვლისა და უცხოურ ვალუტაში გადახურდავების დროს რა კურსი იქნება? თუ კურსი იმაზე მეტი იყო ვიდრე მაშინ ,როდესაც შემოვიდა საქართველოში და დოლარი ლარში დაახურავა მაშინ დიდი ალბათობით მოგება არ დარჩება და ხშირ შემთხვევაში შეიძლება წაგებაშიც დარჩეს. ამით იმის თქმა მინდა,რომ ლარის კურსის გაუფასურების შემთხვევაში შეიძება დაკარგოს კიდეც ჩადებული კაპიტალი. ახლა დავაკვირდეთ ასეთ შემთხვავას,ვინადან ბიმარჩ ტერმინალში ვაჭრობის უფელბა ეძლევა არარეზიდენტ კომპანიებს ,პრაქტიკულად მათ შეეძლებათ სახელმწიფოს მხრიდან ვალდებულებების შესრულების მოახლოებამდე რამოდენიმე კვირით ადრე , ჭარბი დოლარის მოწოდებით მოახდინონ კურსის გამყარება, აღნიშნული ქმედებით საშუალო კომპანიებსა და მოსახლეობას მოუწევთ დაბალი კურსით ვალუტის გაყიდვა და პარალელურად არარეზიდენმა ,ფინანსურად ძლიერმა იმავე კომპანიებმა მოახდინონ ვალუტის უკანვე შესყიდვა. ასეთივე სქემით შეიძლება ისარგებლოს და სავალუტო სპეკულაციები განახორციელოს კომერციულმა ბანკებმა, მათმა აფილირებულმა საბროკერო ან ახლად შექმნილმა კომპანიებმა რომლებიც ისედაც დღემდე ცდას არ აკლებენ ამას," - განმარტავს ექსპერტი.

ნიკა შენგელია იმასაც დასძენს, რომ ასეთი ოპერაციები ძირითადად ხელს უწყობენ კურსის მაღალ მერყეობას წლის გარკვეულ პერიოდში და კურსის ცვალებადობით ზარალდება მოსახლეობა და მცირე ბიზნესი.

"ფაქტიურად ეს გახლავთ კაპიტალის გატანის გარკვეული სქემაც. თუ კარგად ჩავხედავთ საქართველოში შემოსულ ინვესტიციების ჯგუფში დავინახავთ რომ შემოსული ინვესტიციების ნახევარზე მეტი სწორად საფინანსო სექტორზე მოდის. ის გარემოება, რომ ბოლო 4 თვის განმავლობაში სავალუტო ბაზარი იყენებს ბიმეჩის პლატფორმას და ლარის კურსის მერყეობა მინიმუმადეა დაყვანილი, არ ნიშნავს იმას რომ ლიკვიდობაა მეტი. უბრალოდ ვაჭრობაში ჩართულია ეროვნული ბანკი და უცხოური ვალუტის ჭარბად მოთხოვნის შემთხვევაში ,ლარის კურსი რომ არ გაუფასურდეს მყისიერად აწვდის ვალუტას. დარწმუნებული ვარ,რომ პლატფორმაზე აუცილებლად დარეგისტრირდება არარეზიდენტი ფინანსური ინსტიტუტები და ლარის კურის მერყეობაც საგრძნობი იქნება განსაკუთრებით მაშინ თუ ეროვნული ბანკი აღარ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობებში. დიდი ალბათობით, რამოდენიმეჯერ წლის განმავლობაში, გავხდებით მოწმეები იმისა, რომ როდესაც ლარის კურსი გამყარდება და მას შემდგომ უეცარი გაუფასეურება მოყვება, მხოლოდ მაშინ ჩაერევა ინტერვენციის კუთხით. ასეთის შემთხვევაში კი დაზარალებული, როგორც ყოველთვის მოსახლეობა და მცირე ბიზნესი აღმოჩნდება," - გვიხსნის ექსპერტი და დასძენს, რომ სავალუტო ბაზარსე ასეთი მერყეობების შემთხვევაში, უკვე რეგულატორი და ოლიგოპოლიური საბაკო სექტორი მომხდარს უკვე საერთაშორისო ანგარიშწორებათა ბანკის თაოსნობით შემუშავებულ სვალუტო ბაზრის კოდექს ამოეფარება,რომელიც როგორც ჰაპი დაინერგა საქართველოში. ექსპერტი ამბობს, რომ ყველაფერი, რაც მიღებულია და მუშაობს განვითარებულ ქვეყნებში სადაც საპროცენტო განაკვეთები ნულთანაა მიახლოებული, შეიძლება ცუდად იმუშავოს იმ ქვეყანაში სადაც, საფონდო ბაზარი ცენტრალური ბანკის ხელშია, საპროცენტო განაკვეთები მაღალია და თანაც ეკოომიკა რეცესიაში გადადის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system