თავში

Bmatch ტერმინალში ვაჭრობამ ლარი ვერ გაამყარა

Bmatch ტერმინალში ვაჭრობამ ლარი ვერ გაამყარა
Bmatch ტერმინალში ვაჭრობამ ლარი ვერ გაამყარა

ფაქტია, რომ კურსის ახლებურად დადგენამ ლარს მაინც ვერ უშველა. ერთი თვეა  ეროვნული ბანკი(სებ) ლარის ოფიციალურ გაცვლით კურსს Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული გარიგებებით ადგენს, თუმცა ლარი გაუფასურების რეკორდებს მაინც ხსნის. მაგალითისთვის დღეს bloomberg-ზე ლარი საშუალოდ საათში ერთი თეთრით კარგავს პოზიციებს.

სპეციალისტებს ამ პლატფორმისგან დიდი მოლოდინი არც ჰქონიათ. მათი ნაწილი ჯერ კიდევ Bmatch-ის სავაჭრო პლატფორმის დაანონსებისთანავე აცხადებდა, რომ ის ვერ იმუშავებდა ეს ტერმინალი რომ ლარი მკვეთრი მერყეობებისგან დაეზღვია.

ეკონომიკის ექსპერტი ნიკა შენგელია ამბობს, ამ პლატფომის ამოქმედდა, ეს უფრო რეგულატორის მხრიდან პასუხისმგებლობის თავის აცილებაა. მიზი აზრით, ტერმინალით რეგულატორმა "გაიპრავა" ლარის დიდი ნახტომებით გაუფასურება-გამყარების მოძრაობები.

"როდესაც ეროვნულმა ბაკმა დიდი ზარზეიმით გვამცნო „ბიმარჩ" ტერმინალის დანერგვის შესახებ, ჩვენ გამოვეხმაურეთ ამ განცხადებას და არის ამის შესახებ ჩვენი აზრი დაფიქსირებული ბეჭდვით მედიაში,სადაც განვაცხადეთ, რომ „ბიმარჩ“ ტერმინალით რეგულატორი უბრალოდ გაიპრავებს ლარის დიდი ნახტომებით გაუფასურება -გამყარების მოძრაობებს და ამის მაგალითს შემოდგომიდან იხილავთქო. სამწუხაროდ ასეც მოხდა ამ დღეებში და „ბიმარჩის" ტერმინალმა ვერ უზრუნველყო თავიდან აგვეშორებინა ლარის დიდი ამპლიტუდით მერყეობები, ეს კი აზარალებს ბიზნესს,მოსახლეობას და აჩენს ნეგატიურ მოლოდინებს ლარის კურსის მიმართ. ასეთი ფულადსაკრედიტო პოლიტიკის პირობებში, ინტერვენციებს, ანუ ეროვნული ბანკის რეზერვების გაყიდვის გაგრძელებას აზრი არ აქვს და შედეგი არ ექნება," - განმარტავს ექსპერტი.

ცნობისთვის, 1 ოქტომბრიდან ლარის კურსი ახლებურად დგინდება. ანუ ლარის თვეზე მეტია ეროვნული ბანკი (სებ) ლარის ოფიციალურ გაცვლით კურსს Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული გარიგებებით ადგენს. ჯერ კიდევ პლატფორმის გაშვებამდე სებ-ში ამტკიცებდნენ, რომ რეფორმას სავალუტო ბაზარზე დადებითი გავლენა ექნებოდა, რადგან თუ მანამდე გაცვლითი კურსი შეზღუდული მოცულობის სავალუტო ოპერაციებით დგინდებოდა ახალი პლატფორმის შემთხვევაში კურსის განსაზღვრაში ტრანზაქციების ფართო სპექტრი აისახება. მათივე მტკიცებით, Bmatch პლაფორმაზე ვაჭრობა იქნება გამჭვირვალე და კონკურენტული. კომპანიები აღარ იქნებიან შეზღუდული გარიგებების ერთ ბანკთან დადებით, არამედ მათ შეეძლებათ ვაჭრობა პლატფორმაში განთავსებულ სხვა სუბიექტებთან შუამავლების გარეშე. ანუ, კომპანიებს ექნებათ არჩევანი, ან თავად ჩაერთონ ტერმინალში და მისი მეშვეობით პირდაპირ ივაჭრონ ვალუტით ან განაცხადები ბანკების დახმარებით განათავსონ. 

შეგახსენებთ, ორდღიანი გაუფასურების შემდეგ ლარი პარასკევს, 6 ნოემბერს, გამყარდა. ამჟამად Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.3325 ლარად ივაჭრება.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.3613 ლარი ღირს. 1 ევროს შეძენა კი 3.9892 ლარად არის შესაძლებელი. გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, 6 ნოემბერს დაადგინა, 7 ნოემბრიდან ამოქმედდა და მთელი მთელი უქმებიის განმავლობაში მოქმედებდა. ეს კურსი დღეს, 9 ნოემბრის, საღამოს 5 საათამდე იქნება ვალიდური.

6 ფაქტორს, რაც აუფასურებს ლარს, გაეცანით აქ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system