თავში

დღეიდან თბილისის ცენტრალური პარკის მშენებლობა იწყება

დღეიდან თბილისის ცენტრალური პარკის მშენებლობა იწყება
დღეიდან თბილისის ცენტრალური პარკის მშენებლობა იწყება

დღეიდან თბილისის ცენტრალური პარკის მშენებლობა იწყება. პარკი ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე 36 ჰექტარზე გაშენდება.

თბილისის ცენტრალური პარკი ჰოლანდიელმა სპეციალისტებმა, ფლორისტებმა და დიზაინერებმა დააგეგმარეს.

ლოკაციაზე მოწყობა იაპონური და ფრანგული ბაღები, ხელოვნური ტბა, შადრევანი, ამფითეატრი, სპორტული მოედნები და კვების სივრცე, საგანმანათლებლო ცენტრი, მდელო, ზიპლაინი, ბოტანიკური ბაღი, საფეხმავლო ბილიკი.

პარკის მოწყობის სამუშაოები დღეს, 19 ოქტომბერს, იწყება და ორი წელი გაგრძელდება.

შეგახსენებთ, ყოფილი იპოდრომის ტერიტორია კერძო მესაკუთრეებისგან ფონდმა ქართუმ 2009 წელს გამოისყიდა და თბილისის მუნიციპალიტეტს აჩუქა.

ამით დედაქალაქს 52 მილიონის ღირებულების ქონება დაუბრუნდა.

ცენტრალური პაკის მშენებლობასაც 100 პროცენტით ფონდი ქართუ დააფინანსებს, იგეგმება ათეული მილიონი ლარის დახარჯვა.

როგორი იქნება თბილისის ცენტრალური პარკი, იხილეთ აქ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system