თავში

დღეს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარს 20 მილიონი დოლარი მიაწოდა

დღეს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარს 20 მილიონი დოლარი მიაწოდა
დღეს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარს 20 მილიონი დოლარი მიაწოდა

დღეს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ-მა) 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.

საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.0705 შეადგინა.

შეგახსენებთ, ეროვნულ ბანკს რეზერვების ხარჯვის პოლიტიკაზე აქვს გაცხადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში ცენტრალური ბანკი ბაზარს უცხოურ ვალუტას მიაწვდის.

ამჟამად საქართველოს რეზერვები რეკორდულ ნიშნულზეა. 1 აგვისტოსთვის ქვეყნის სარეზერვო აქტივებმა 3,84 მლრდ დოლარს გადააჭარბა, მათ შორის, უცხოური ვალუტის რეზერვი 3,643 მლრდ დოლარია, 200 SDR-ს აჭარბებს სესხების სპეციალური უფლებები.

ბოლო ინტერვენცია სებ-მა მიმდინარე წლის 24 ივლისს განახორციელა, როცა სავალუტო ბაზარს 40 000 000 აშშ დოლარი მიაწოდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.0585 შეადგინა. ეროვნული ბანკის მხრიდან წელს ეს უკვე რიგით მეცხრე სავალუტო ინტერვენცია იყო.

დღემდე 2020 წელს სავალუტო რეზერვებიდან 270 მილიონი დოლარი ჰქონდა გაყიდა. დღევანდელი ინტერვენციის ჩათვლით კი სებ-ს შიდასავალუტო ბაზრისთვის მიმდინარე წლის 8 თვეში მიწოდებული აქვს 290 მილიონი დოლარი.

სებ-ი სავალუტო ინტერვენციებს, როგორც წესი, ლარის კურსის დასასტაბილურებლად ახორციელებს.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.0785 ლარი ღირს. 1 ევროს შეძენა კი 3. 6237 ლარად არის შესაძლებელი.

ამ მომენტისთვის(17:50 სთ) Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.0740 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system